ქვედა ჩხოროწყუს წმინდა გიორგის ტაძარი და მასში მოღვაწე სასულიერო პირები

by chkhorotskuge
0 comments

გთავაზობთ ჩხოროწყუს მუზეუმის დირექტორის მოადგილის, ბატონ ზაურ ჯალაღონიას წერილს, რომლიც მუზეუმის ჟურნალში გამოქვეყნდა.

წერილში მოცემულია ჩხოროწყუს და ქვედა ჩხოროწყუს ისტორიის საინტერესო ფრაგმენტები, ცნობები სასულიერო პირთა ცხოვრების შესახებ

ქვედა ჩხოროწყუ და ჩხოროწყუ

დღევანდელი სოფელი ქვედა ჩხოროწყუ ადრე იწოდებოდა სოფელ ჩხოროწყუდ, რომლის უწინდელი სახელწოდებად მიიჩნევენ „ნაჯაგუ-ს.

იგი მოიცავდა ტერიტორიას ლესიჭინედან ჭოღა-ჟუღუმდე. შემდგომში უკაცრიელი სულერი- ნაჯაგუს ხევის ნაწილი, დასახლებულ უბნად და საბაზრო ადგილად იქცა, ხოლო , როცა აქ, ხობისწყალ-ოჩხომურს შუა, დღევანდელი ჩხოროწყუს ცენტრის ტერიტორიაზე 1909 წელს წმინდა გიორგის ეკლესია გაიხსნა, ამ ადგილს ჩხოროწყუ უწოდეს. უწინდელ ჩხოროწყუს კი დროთა განმავლობაში ქვედა ჩხოროწყუ ეწოდა. საკუთრივ ჩხოროწყუ გაფართოვდა მოიდანახის და გარახის ტერიტორიებით. 1939 წელს სოფელ ჩხოროწყუს გამოეყო ქვედა ჩხოროწყუ და ცალკე ადმინისტრაციული ერთეული გახდა.

მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანების მონაცემებით, ზემოთ დასახელებულ ტერიტორიაზე, მდინარე ხობისწყლის მარცხენა მხარეს, ჩხოროწყუელი დადიანების სასახლესთან ( ამჟამად ჩხოროწყუს #2  ყოფილ ჩაის ფაბრიკის  ტერიტორია) მდებარეობდა სასახლის კარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია. ეს ეკლესია არ იყო საშტატო-კრებული. არ ფინანსდებოდა სახელმწიფოს ხაზინიდან . 1873 წლის სტატისტიკური აღწერილობის მასალებით, ამ დროისათვის, ს. ჩხოროწყუში მდინარე ხობის ნაპირას იყო ხის ეკლესია ( დ.ჭითანავა)

სასახლის კარის ეკლესიის აშენების თარიღი უცნობია. დადიანების ჩხოროწყუში დამკვიდრების და სასახლის აგების თანადროული იქნება ამ ეკლესიის აშენების დროც. ჩხოროწყუელი დადიანები მუხურელ მანუჩარ დადიანის  შთამომავლები არიან . ამჟამად მუხურის თემში შემავალ სოფელ ქოყოში მანუჩარ დადიანი მკვიდრდება . მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, 1797 წელს , მას შემდეგ, რაც ის გრიგოლ დადიანმა ტახტიდან გაადააყენა , მანუჩარი, მეუღლე ელისაბედთან ( ზურაბ შერვაშიძის ასული) ერთად ქოყოს სასახლეში ცხოვრობდა. ჰყავდათ ხუთი ვაჟი : კაცია, ზურაბი, ბეჟან, ლევან და გიორგი. ბუნებრივია, რომ სავარაუდოდ მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანების წერილობითი მონაცემებით დგინდება, რომ 1859 წელს ამტკიცებენ ამ ეკლესიის საშტატო ნუსხას-მღვდლის  და ერთი მედავითნის.

რომა ჩალიგავას ფოტო. განახლებული წმინდა გიორგის ტაძარი

 ჩხოროწყუს ( ქვედა ჩხოროწყუს ) წმინდა გიორგის ეკლესიის საეკლესიო უწყება-ს ჩანაწერებში აღნიშნულია , რომ მრევლმა 1877 წელს აქ ააგო ხის ეკლესია. მასზე მიშენებული ხის სამრეკლოთი. სამრეკლოზე განთავსებული იყო სამი ზარი. როგორც ჩანს , აქ მანამდე იყო მოქმედი ეკლესია , რაზეც მიუთითებს დასახელებული ეკლესიის აგების თარიღიდან 18 წლით ადრე  საშტატო ნუსხის დამტკიცება . ბუნებრივია, რომ ხაზინიდან ფინანსებოდნენ მოქმედი ეკლესიის მღვდელმსახურნი.

როგორც ჩანს, 1877 წელს მოხდა მოქმედი ძველი ეკლესიის ადგილას ახალი ეკლესიის აგება. ეკლესიასთან მოქმედებდა ერთკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა  და სასკოლო ბიბლიოთეკა . უპოვართათვის დაარსებული სამრევლო სამზრუნველო. ჩხოროწყუს ეკლესიის სამრევლოს ესაზღვრებოდა  სოფლები: ლეჯიქე, ოჩხომური და გარახა. ეკლესიის ბლაღოჩინ  დეკანოზ კონსტანტინე ბერიძეს საცხოვრებელ ადგილამდე იყო 15 ვერსი, სენაკის რკინიგზის სადგურამდე 35 ვერსი.

სახელმწიფო ხაზინიდან მღვდელს წელიწადში ეძლეოდა 110  რუბლი. მედავითნეს-30 რუბლი. ამის გარდა მმღვდელი დამატებით ღებულობდა  165 რუბლს, მედავითნე 54 რუბლს და 2 კაპიკს.

1900 წლის მონაცემებით, ჩხოროწყუს წმინდა გიორგის ეკლესიაზე ზედმოწერილი იყო ლეჯიქეს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების ეკლესია.

მამა ნიკოლოზ ახალაია

მოძღვართ მოძღვარი ნიკოლოზ ვახუშტის ძე ახალაია დაბადებულა 1832  ან 1833 წელს , რადგან 1909 წლის ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ არის 76 წლის . ამ დროს უკვე ქვრივია. არ ჩანს ჰყავდა , თუ არა შვილები, წარმოშობით იყო  სოფელ ჩხოროწყუდან. სამეგრელოს ეპისკოპოსმა თეოფანე გაბუნიამ იგი 1854 წელს დიაკვნად აკურთხაჩხოროწყუს დადიანების სასახლესთან მოქმედ  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში. ერთი წლის შემდეგ კი ამავე ეკლესიაში ეპისკოპოსმა თეოფანემ ხელი დაასხა მღვდლად მღვდლად. 1860 წელს მღვდელი ნიკოლოზი გადაყვანილ იქნა ჩხოროწყუს წმინდა გიორგის ეკლესიაში მან იმსახურა 35 წელზე მეტი. 1909 წლის მონაცემებითჩანს , რომ მღვდელი ნიკოლოზი დადგენილ იქნა მოძღვართ მოძღვრად .

ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის მამა ნიკოლოზი დაჯილდოებული იყო სკუფით, ვლადიმერის მეოთხე ხარისხით. პენსია ეძლეოდა 130 რუბლი წელიწადში. პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი იგი იყო  ამავე ეკლესიის შტატგარეშე მღვდელი .

მამა იოანე ახალაია

მუზეუმში დაცულ საეკლესიო ჩანაწერებში მღვდელ ნიკოლოზის ძმისშვილი იოანე ახალაია სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის მიერ დამტკიცებულ იქნა  ჩხოროწყუს წმინდა გიორგის ეკლესიის შტატის მედავითნედ.

1886 წლის 12 ივნისს  სამეგრელოს და გურიის ეპარქიები შეერთდნენ და იწოდებოდა გურია-სამეგრელოს ეპარქიად.

გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა , ამავე ეკლესიაში 1886 წლის 31 აგვისტოს იოანეს დიაკვნად დაასხა ხელი,1889 წლის 16 აპრილს ლეჯიქეს მთვარანგელოზის ეკლესიაში მღვდლად აკურთხა. 1894 წლის 27 იანვარს მამა იოანე გადაყვანილ იქნა ჩხოროწყუს წმინდა გიორგის ეკლესიაში შტატის მღვდლად. მისი მეუღლე იყო სოფელ საკიკიანოდან  მარკა (მარიკა) კოჩას ასული.  ჰყავდათ შვილები: მიხეილი, მინადორა, მატრონა, პარასკევა. მან ეკლესიაში იმსახურა 35 წელი გულმხურვალე სამსახურისათვის 1901 წლის 1 სექტემბერს ეპისკოპოს ალექსანდრეს მიერ იგი დაჯილდოვდა საგვერდულით. 1909 წელს გადადგა სამსახურიდან, მაგრამ მსახურობდა ამავე ეკლესიის შტატგარეშე მღვდლად. დაენიშნა პენსია  500 რუბლი. ჰქონდა 5 ქცევა მიწა.

მამა მიხეილ ახალაია

მიხეილ იოანეს ძე ახალაია დაიბადა 1883 წლის  13 მაისს სოფელ ჩხოროწყუში. დამთავრებული ქონდა ქუთაისის და სტავროპოლის სასულიერო  სემინარიები, 1906  წელს დანიშნულ იქნა ოჩხომურის ერთკლასიან საეკლესიო-სამრევლო სკოლის მასწავლებლად. 1906 წლის სექტემბრიდან 1808  წლამდე მუშაობდა ნაფიჩხოვოს ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლის მასწავლებლად. ლეონდეს თანდასწრებით 1908 წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდები ქ.ფოთში.

 ეპისკოპოს ლეონიდეს ავადმყოფობის გამო, იმერეთის ეპიკოპოსმა გიორგიმ ჩხოროწყუს წმინდა გიორგის  ეკლესიაში 1909 წლის 6 მაისს მიხეილს ხელი დაასხა დიაკვნად, მეორე დღეს, 7 მაისს კი მღვდლად.

მამა მიხეილის მეუღლე იყო ზინობია ივანეს ასული ბერულავა სოფელ კურზუდან . ზინობიას ძმები სოფრომი  და ილია სასულიერო პირები იყვნენ. გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარდიაკონი ილია ადიდებულ მდინარე ოჩხომურში დაიხრჩო.  მღვდელი სოფრომი კი  ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით 1937 წელს მარტვილის ციხეში დახვრიტეს. დასაფლავებულია მარტვილში.

მამა მიხეილის შვილები იყვნენ  ლიდია , ციალა და მედეა . ციალა აბაშის სოფელ ქოლობანში ცხოვრობს. იხსენებს, რომ მღვდლებს 20-ნი წლების შემდეგ დევნიდნენ. ბავშვობაში ვერ ვამბობდით მღვდლის შვილები რომ ვიყავითო.

1910 წლის მონაცემებით, სოფელ ჩხოროწყუში ცხოვრობდა სამღვდელო ოჯახი 2 კომლი, თავად-1 კომლი, აზნაური- 16 კომლი, გლეხობა-93 კომლი. მოსახლეობის საერთო რაოდენობა იყო 928 სული

მეოცე საუკუნის 20-ნ წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო მასიური ანტირელიგიური კამპანია. მათ ეკლესია გამოაცხადეს კანონგარეშედ . დაიკეტა წმინდა გიორგის ტაძარიც.

ამ ეკლესიის ბოლო მღვდელი მიხეილ ახალაია იდევნებოდა  და აკრძალვის მიუხედავად  მამა მიხეილი  სოფელ ჩხოროწყუდან  სოფელ სარაქონში დადიოდა. .იქ ნათლავდა ბავშვებს  და ასრულებდა მღვდელმსახურებას. ამის გამო ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი სამაგალითო დასჯა. „სამეულის“ გადაწყვეტილებით ის უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ ადგილობრივთა ნათქვამს თუ დავუჯერებთ, მიჩენილ მკვლელთაგან ერთ-ერთს სინდისმა შეაწუხა, მკვლელობა ჩაშალა  და სიკვდილს გადაარჩინა. იმ პერიოდში  რეპრესიების მსხვერპლი გახდა მიხეილის და პარასკევა . იგი დაიჭირეს, აწამეს , განთავისუფლების შემდეგ დიდხანს არ უცხოვრია და მალე გარდაიცვალა.მამა მიხეილი  მუშაობდა სოფელ ქვედა ჩხოროწყუს რუსულის მასწავლებლად 1931 თუ 1932 წელს გარდაიცვალა ზინობია ბერულავა, . ოჯახს მარტო ვერ უვლიდა და დაქორწინდა იუსტინე ბასიალაიაზე  სოფელ ხაბუმიდან . 1937 წელს მღვდელი სოფრომი რომ დახვრიტეს, მის ოჯახში , სამძიმარზე მიხეილი და მისი მეუღლე მისულან.

1930 წელს“ყაზახთა გაზეთი“ ში იბეჭდება ერთ-ერთი კომკავშირელი აქტივისტის წერილი, სადაც ავტორი მოითხოვს  დაკეტილ ეკლესიაში კლუბის გახსნას. სოფლის მოსახლეობის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ეკლესია დაშალა და სკოლის შენობისთვის გამოიყენა. სოფლის უხუცესებს ახსოვთ, რომ ქვედა ჩხოროწყუს საშუალო სკოლაში ერთ-ერთ ოთახი ეკლესიის მასალით ყოფილა აშენებული. ეკლესიის ზარიც სკოლაში დაკიდეს . ამჟამად ზარის ადგილსამყოფელი უცნობია, ხოლო იქ სადაც ეკლესია იდგა, ნაეკლესარია

ამ ეკლესიის მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მეტრიკულ წიგნებშიმოხსენიებულნი არიან აქ მოღვაწე სასულიერო პირები: ეპისკოპოსი თეოფანე, ტარას ელიავა, ბლაღოჩინი, დეკანოზი კონსტანტინე ბერიძე, ბლაღოჩინი მღვდელი ბესარიონ თოდუა, ბლაღოჩინის თანაშემწე ანტონ პაპასქირი.

აქ მსახურობდნენ : ნიკოლოზ ვახუშტის ძე ახალაია, მღვდელი იოანე ახალაია, მღვდელი დავით ქუთელია, მღვდელი ტიმოთე ჟვანია, მღვდელი იოანე ჯაიანი, , სამღვდელო დიაკონი ანტონ ზოსიმეს ძე ვეკუა, დიაკონი ანტონ დგებუაძე, დიაკონი ლეონტი კვირკველია, მედავითნე მაქსიმე ჟვანია, მედავითნე ალექსი კვარაცხელია, მედავითნის თანამდებობის აღმასრულებელი ბარნაბა ჯაიანი, მედავითნე ესტატე კვირკველია. ეკლესიის მამასახლლისებად ჩანან: გუტინია გოგუა, გუხილია ოყუჯავა. მღვდელი მიხეილი გარდაიცვალა 1957 წლის 5 მარტს . დაკრძალულია ქვედა ჩხოროწყუს წმინდა გიორგის ეკლესიის სასაფლაოზე. მისი სამკერდე ჯვარი ამ ცოტა ხნის წინ დაუბრუნეს ეკლესიას

You may also like

Георгиевская церковь Кведы Чхороцкой

by chkhorotskuge
0 comments

Письмо г-на Заура Джалагонии, заместителя директора музея Чхороцку, которое было опубликовано в журнале музея.

You may also like

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia