CHKHOROTSKU.GE

ომარ ჩიტაია ჩხოროწყუზე ცნობილი ლექსის შესახებ

ავტორი chkhorotskuge

„ შენ სოფელი აღარა ხარ, არა არა ნწუ, შენ პატარა პარიზი ხარ ჩემო ჩხოროწყუ“

ჩვენი საიტი   ცნობილი ლექსის წარმომავლობაზე ადრე წერდა.  თემას არ შევეშვით და      მიუხედავად ჯამრთელობის არასტაბილური მდგომარეობისა, ბატონმა ომარ ჩიტაიამ  ექსპრომტის ამბავი მოგვითხრო.

სახუმარო ექსპრომტი  1956 წელს  დაბა ჩხოროწყუში პირველი ჰესის მშენებლობას უკავშირდება.   ამ ფაქტით აღფთოვანებული მოსახლეობა  სხვადასხვა ფორმით – სადღრეგრძელოებით, სიმღერებით, ლექსებით, შაირებით-  გამოხატავდა  თავის  ემოციას.    „მალე ჰესი აშენდება და ქალაქი გაშენდებაო“ ღიღინებდა ხალხი.   ამ სახალხო განწყობას  ჩემი მხრიდან ექსპრომტი შევუერთე-

„შენ სოფელი აღარა ხარ,  არა არა  ნწუ,

შენ პატარა ქალაქი ხარ ჩემო ჩხოროწყუ“

ეს გაშაირება მალე გავრცელდა ხალხში და ძალზედ პოპულარული გახდა ჩხოროწყუელებში.იმ დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე,  რომელიც თავის ყოველთვიურ იუმორისტულ გაზეთს გამოსცემდა. მეგობრებმა ეს ექსპრომტი ამ გაზეთში გამოაქვეყნეს, რომლის შემდეგაც იგი კიდევ უფრო პოპულარული გახდა.

რევაზ მიშველაძე

რეზო მიშველაძემ, რომელიც ჩემი თანაკურსელი იყო, სიტყვა „ქალაქი“-ს ნაცვლად ჩასვა  „პარიზი“ და ასე მივიღეთ ის ვერსია, რომელიც ამჟამად არის გავრცელებული.

ჩემო ჩხოროწყუელებო, მოგესალმებით და გისურვებთ  ჩვენი  ლამაზი ჩხოროწყუ კიდევ უფრო დამშვენებულიყოს….

ომარ ჩიტაია

ომარ ჩიტაია და ნატო ვაჩნაძე

გამოყენებულია  ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”-ს  რამდენიმე  ფაილი

ომარ ჩიტაია ჩხოროწყუზე ცნობილი ლექსის შესახებ

ავტორი chkhorotskuge

„ შენ სოფელი აღარა ხარ, არა არა ნწუ, შენ პატარა პარიზი ხარ ჩემო ჩხოროწყუ“

ჩვენი საიტი   ცნობილი ლექსის წარმომავლობაზე ადრე წერდა.  თემას არ შევეშვით და      მიუხედავად ჯამრთელობის არასტაბილური მდგომარეობისა, ბატონმა ომარ ჩიტაიამ  ექსპრომტის ამბავი მოგვითხრო.

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00