Главная страница » ადმინისტრაციული ერთეულები » სოფელი ქვედა ჩხოროწყუ
Category:

სოფელი ქვედა ჩხოროწყუ

მდებარეობა

ქვედა ჩხოროწყუ ოჩხომურისა და ხობისწყლისხეობებს შორის გაშლილ  ვაკეზე ზღვის  დონიდან 175 მეტრზე მდებარეობს.

მოსაზღვრე სოფლები და ქალაქი

ჩრდილოეთით ესაზღვრება  ჩხოროწყუ, სამხრეთით სოფ. ლესიჭინე,აღმოსავლეთით სოფ. ახუთის ადმინისტრაციული ერთეული.

ფართობი შეადგენს 1427 ჰექტარს

მოსახლეობაა 1969 მათ შორის პენსიონერია 336, დევნილი112, ამომრჩეველთა რაოდენობაა 1428.

განათლება

სოფელში არის 2 საბავშვო ბაღი და 1 საჯარო სკოლა.  ქვედა ჩხოროწყუ ორ ნაწილად იყოფა: ლეჯიქე და საკუთრივ ქვედა ჩხოროწყუდ.

სოფელი მდინარე ოჩხომურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. იგი უძველესი დროიდან დასახლებული უბანი ყოფილა, რაზედაც მეტყველებს ხომაკირდეს ციხის მიდამოებთან სოფლის ტერიტორიაზე სავენახე მიწის დამუშავების დროს შემთხვევით აღმოჩენილი სამაროვანი და იქ მოპოვებული რომაული მონეტები.

გადმოცემით ოჩხომურის ხეობას გასდევდა საქარავნო გზა, რომლითაც ვაჭრები მოგზაურობდნენ. ქვედა ჩხოროწყუს ტერიტორიის ცენტრალური ნაწილის დასახლება მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან იწყება . იგი გამოირჩეოდა წყაროთა სიმრავლით და “ცხრაწყაროც” მის ტერიტორიაზეა აღრიცხული. ეს ადგილი მეურნეთა შესასვენებლი იყო და მის გარშემო სავაჭრო ფარდულები და სანალბანდოებიც გაჩნდა.

ქვედა ჩხოროწყუ 1939 წელს გამოეყო ჩხოროწყუს თემს და შეიქმნა ქვედა ჩხოროწყუ. სოფელ ქვედა ჩხოროწყუში არის  ორი “წმინდა გიორგის” სახელობისა და”მთავარანგელოზის” სახელობის ეკლესია.

წარმომადგენელი: გიგლა ყალიჩავა

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00