ლეგენდა მოცემულია ნუგზარ ჟვანიას წიგმში

გარახაში, ჯიხას ქვემოთ, ცხოვრობდა დიდი ფეოდალი ქაიხოსრო შელია, რომელსაც მიწები ჰქონდა როგორც მდინარე ოჩხომურს გაღმა, ისე გამოღმა. დღევანდელი ჩვენი ქალაქის უმეტესი ტერიტორია მის მამულებში შედიოდა.იგი ძლიერი ფიზიკური შესაძლებლობის ყოფილა,რომელიც სიმაღლით ორ მეტრს აღემატებოდა, წონით 200  კილოგრამს აღწევდა, თუმცა იყო მოძრავი, ენერგიული, აქტიური მამაკაცი.

94878464 3073663796010016 5143036398508441600 n
ლეგენდა ქაიხოსრო შელიაზე —

შეეძლო რამდენიმე დღე ენადირა, ცხენით ეჯირითა. თუ ქეიფი იყო, ფეხმოუცვლელად

მთელი დღე მოელხინა.

ფეოდალს უყვარდა თურმე შეჯიბრების გამართვა ჭიდაობაში, მკლავჭიდში. მართალია, მან არ იცოდა დღევანდელი სპორტის ამ სახეობისწესები, მაგრამ თავისებურად კი აწყობდა. შეჯიბრება სტუმარ-მასპინ- ძლებს შორის იმართებოდა. ბოლოს თვითონაც ჩაერთვებოდა. იგი წელს ზევით გაშიშვლდებოდა და ყმაწვილებს როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მკლავებზე ჩამოიკიდებდა და რამდენიმე წუთს ჰაერში ატრიალებდა. მიწაში ღრმა ნაქუსლარს ტოვებდა თურმე.

ერთხელ ქაიხოსრო გურიაში მეგობარს სწვევია. ღირსეულად დახვედრია მასპინძელი სტუმარს. სამი დღე ქეიფობდნენ თურმე მეგრელები და გურულები ოზურგეთში. ბოლო დღეს სპორტული შეჯიბრება გაუმართავთ გურულებს. მასპინძლები საგანგებოდ მომზადებულები ყოფილან და სტუმრები დაუჩაგრავთ. გაბრაზებულა ქაიხოსრო, თვითონ გამოსულა არენაზე, ხუთი ჭაბუკი დასჭიდებია თურმე, მაგრამ ადგილიდან ძვრა ვერ უყვეს, შემდეგ ერთი ხელის მოსმით ყველა მიწაზე დაუწვენია.

შეჯიბრება სმაშიც გამართულა, სპეციალურად მოუწვევიათ მაგარი მსმელი. პრიზად სამლიტრიანი ყანწი დაუწესებიათ. ქაიხოსროს იგი სულმოუთქმელად ერთი მოყუდებით დაულევია თურმე. მასპინძელმა კი ორჯერშეისვენა, თანაც ვერ დაუცლია, თავით მაგიდაზე დაყუდებულა… ქაიხოსროს კი ქეიფი გაუგრძელებია. წამოსვლის წინ სტუმარს დიდი თასი მოუთხოვია, ესეც დაულევია, ოჯახი დაულოცავს, ცხენზე ამხედრებულა და

თოხარიკით გასულა ეზოდან… ეს ამბავი ლეგენდად დადიოდა თურმე

გურიასა და სამეგრელოში.

მის გოლიათურ შესაძლებლობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ერთხელ მოსამსახურეებს თხის დასაკლავად ჩამოსაკიდი ხე ვერ უპოვიათ. ქაიხოსრომ საკუთარ მკლავზე ჩამოაკიდინა საკლავი და სანამ არ გამოშიგნეს არ დაუშვია ძირს. ყოფილა ასეთი შემთხვევაც — კვირა დილას მოურავს, არახამიას გასძახა „ნაშუადღევს ჯუმითში (ხაბუმის უბანი) ჯალაღონიებს ვეწვიოთო’’.

მზე ჯერ კიდევ არ იყო ჩასული, ნათესავს რომ მიადგნენ. მასპინძლები სტუმრის მოლოდინში ფაცი-ფუცში იყვნენ — მოზვერი დაეკლათ,გოჭებსა და ქათმებს შამფურზე აშუშხუნებდნენ, ღომი დიდ ქვაბში თუხთუხებდა, ცაცხვის ჩრდილში მაგიდა გაეშალათ. გაუკვირდათ სტუმრებსასეთი მზაობა. მასპინძლებმა კი მოსწრებულად უპასუხეს: „ბატონო ქაიხოსრო, თქვენ რომ ამ დილას მოურავს გასძახეთ ჯალაღონიებს ვესტუმროთო,

ჩვენ აქ გავიგონეთ და მოვემზადეთო’’. ასეთი ბუხუნა ხმის პატრონი ყოფილა იგი. დილამდე იქეიფა თურმე, სამჯერ გამოიცვალა თამადა და როცა დარწმუნდა არავინ დარჩა მასპინძელთა მხრიდან მოპასუხე, ოჯახი გულითადად დაულოცავს და ღიღინით გამოყოლია გზას.

დიდი ფეოდალის, ქაიხოსრო შელიას ნასახლარზე, ჯიხას ქვემოთ, გულივერ ფირცხელავა დაფუძნდა, რომელსაც ეს ქონება სიმამრმა, დათუშა ქვარცხავამ აჩუქა. ქაიხოსროს მემკვიდრეებმა ეს ადგილი გაყიდეს, ერთი ნაწილი ზუგდიდში გადასახლდა. ჩხოროწყუში კი მერაბ შელიას ოჯახი დარჩა, რომელმაც ეს საინტერესო ამბავი შემოგვინახა, უფრო ლეგენდას რომ ჰგავს.

ნუგზარ ჟვანია

You may also like

Leave a Reply

Odabade.Ge

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

 პროექტი "ჩხოროწყუს ციფრული არქივი"    ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცის" და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  კულტურის სამსახურის ერთობლივი ინიციატივაა

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ