ახუთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (დოხოროე, დოხორე)
“ტოპონიმი სხვა ადგილებშიც გვხვდება და დადიანების სამოსახლო არეალს უკავშირდება — პატარა სახლიც კი, რომელიც დადიანს ედგა, ხშირად დოხორედ იწოდებოდა.( გრ. ფარულავა)
ტაძარი მიეკუთვნება გვიანი ფეოდალური ეპოქას. ჯაიანების დასუსტების შემდეგ ახუთში დადიანები მმართავდნენ და ეს ეკლესია მათი კარის ეკლესია იყო. პაატა ცხადაიას ინფორმაციით უკავშირდება კონსტანტინე დადიანს და მარნის კვალიც არის.
განთავსებულია ახუთის ერთ-ერთ სასაფლაოზე, ცივისა და ხანუას წყალგამყოფ ზოლზე, საჩაჩიბაიოს სამხრეთით. 0ლოკალიზაცია პააატა ცხადაიასი)
ნაგებობა წარმოადგენს ერთნავიან დარბაზულ ტიპის ეკლესიას. კედლები ნაგებია კირქვისა და ადგილობრივი ქვის მონაცვლეობით, სარკმლებისა და თაღების საპირეებად კი სუფთად გათლილი ქვებია გამოყენებული. შესასვლელი თაღის თავზე ამოკვეთილია რელიეფური ჯვარი. კედლების წყობა მიუთითებს მრავალფაზიან მშენებლობაზე.
სახურავი განადგურებულია. კედლებზე ინტენსიური მცენარეულობა და ატმოსფერული ნალექების პირდაპირი ზემოქმედება ეროზიას იწვევს. კედლები შემორჩენილია.
ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, ეკლესიას “დადიანების კარის ეკლესიასაც” ეძახდნენ. იქვე ახლოს, სადაც დღესაც ეზო-კარი ჩანს, სავარაუდოდ მდებარეობდა დადიანების გზის სადგომი — ზუგდიდსა და სალხინოს შორის გადაადგილებისას. ეს ინფორმაცია დაზუსტებას საჭიროებს.
ვლოგი
ფოტოგალერეა :

ფასადი გარედან

მზის ჩასვლა კარიბჭიდან

ჯვარი შემოსასვლელზე

პანორამა სასაფლაოდან

შიდა ფასადი კარით

შიდა სივრცე, სამი ნიშა

კედელი, თაღები

შიდა კედელი ზემოდან

სარკმელი კედელში
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა — ჩხოროწყუელთა ციფრული სახლი — 2 მილიონზე მეტი ნახვით, ათასობით ფოტოთი, ვიდეოთი და ისტორიით ჩხოროწყუს ციფრული სახლის მეხსიერებას ინახავს და მის მომავალზე ზრუნავს.
პლატფორმა კერძო ინიციატივაა — გრანტის გარეშე.
თუ გინდა რომ ჩხოროწყუს ციფრული სახლი გაგრძელდეს —
💙 PayPal: paypal.me/lmebonia 💙 საქართველოს ბანკი: GE67BG0000000525663944