ხაბუმის სკოლაში შენახული მნიშვნელოვანი ფოტომასალა

ავტორი chkhorotskuge
0 კომენტარები

ხაბუმის სკოლაში რამდენჯერმე გამოგზაურეთ და შეხვედრები წინ კიდევ არის. ამჯერად აქ განთავსებული სამუზეუმო სივრცეს ვეწვიეთ, რომლის ინიციატორი ასოციაცია “ბილიკი”, სკოლის დირექცია და რა თქმა უნდა ქალბატონი ნარგიზა კვარაცხელია გახლდათ.

blank
ნარგიზა კვარაცხელია

ნარგიზა მასწავლებელი წლებია ისტორიულ მასალებს უფრთხილდება, პატრონობს და ბავშვებში სოფლის და ქვეყნის სიყვარული გააძლიეროს. ის ლეო ცირამუას , სხვა ცნობილი მასწავლებლების გზას აგრძელებს. სასიამოვნოა,რომ მისი სურვილების რეალიზაციას ხელი “ბილიკმა” ძალიან შეუწყო.

blank
მშვიდობისა და განვითარების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი მაკა სართანია და ასოციაცია “ბილიკის” ხელმძღვანელი, სკოლის პედაგოგი ხათუნა მიქავა

საერთო ძალისხმევით სკოლაში დადიანების სახელი დაბრუნდა. დადიანების ბილიკს ხომ წარსულიდან თანამედროვეობისკენ მოვყავართ.

blank
ეს აფიშა პედაგოგ ლეო ცირამუას თავისი ხელით დაუწერია. ლეო მასწავლებელი ხაბუმის სკოლის პირველი გამოშვებას ეკუთვნოდა.მისი ღვაწლი სკოლას და სოფელს ეტყობა. ლეო სპორტით ყოფილა დაკავებული, ბავშვები პედაგოგის ვარჯიშს ხშირად თვალს ადევნებდნენ. ის ხომ სკოლის წინ ცხოვრობდა უსაზღვროდ უყვარდა მისთვის გამორჩეული სკოლა
სამანჩოს დადიანებთან ადგილი ორგანულადაა დაკავშირებული. უშუალოდ სკოლა კი აქ 1923 წელს განთავსდა .მისი პირველი დირექტორი ილია დადიანი იყო.თავადის ჩამორთმეულ სახლში ბოლშევიკებმა ყოფილი მფლობელი თავის სასმსახურში ჩააყენეს.
blank
ილია დადიანმა სკოლა სამეგრელოში უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო ცენტრად აქცია, რომელიც 90 წელზე მეტია მოსწავლეეების აღზრდაზეა ორიენტირებული.

ლეო მასწავლებლის სკივრიდან კიდევ ბევრ საინტერესო ცნობას მოვიძიებთ.ახლა კი უშუალოდ ფოტოების დროა. თავიდანვე ხარისხისთვის ბოდიშს მოგიხდით. ჯერ სკანერი არ გვაქვს და ფოტოაპარატით საუკეთესო არ გამოდის:) ნელ-ნელა უკეთესი ფორმატით ჩავანაცვლებთ.

banner
blank
1929 წელი. ახალგაზრდა ლეო ცირამუა წალენჯიხაში მიავლინეს. თანამდებობა ცოტა დაგვაბნევს “კოოპწრის კულტხელმძღვანელი:”მძიმე სტალინისტური დროის მიუხედავად ერთობ კეთილი და თავისუფალი სურათი გამოუვიდათ.
blank
1934 წელი ლეო პედაგოგების კურსებზეა. ბორჯომში კოლეგებთან ერთად იმყოფება
blank
ომის შესახებ ცალკე ჩანაწერი კიდევ გვექნება. ამ ჩანაწერში პედაგოგი და ხაბუმელი ღიმილის ბიჭი ტერენტი ჯალაღონია გვინდა წარმოგიდგინოთ.

ტერენტი ყველგან საუკეთესოდ სწავლობდა. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ლექსები? უყვარდა ემოციების სტრიქონად ქცევა. ბევრი ვერაფერი მოასწრო…1941 ში დაიღუპა.

blank
გადაღების ადგილი და დრო უცნობია,მაგრამ იქნებ წინაპარი ვინმემ ამოვიცნოთ? სურათი პირველად ქვეყნდება
blank
ფოტოში ფიქსირებული პირი ანტონ ჩიქოვანია . სპეციალურ ჯგუფში გავაზიარეთ და გამოხმაურებისთვის დიდი მადლობა

ეს არის მღვდელი ანტონ იესეს ძე ჩიქოვანი. დაბ. 1841 წელს გლეხის ოჯახში. ქართულ ენაზე საეკლესიო წიგნების წერა-კითხვა და საეკლესიო ტიბიკონი კარგად, რამდენიმე ნაწილი კატეხიზმო და ისტორიული მოთხრობა, სოფლიური გალობა, რუსული ნუმერაცია მარტვილის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1863 წლის 2 ივლისს მეორე მუხურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1872 წლის 27 მაისს პირველი მუხურის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1886 წლის 24 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და მეორე მუხურის ტაძარში განამწესა. 1892 წლის 25 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ლექარჩის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. დაჯილდოებული იყო საგვერდულით. 1908 წლის მარტში შტატიდან გავიდა. 1914 წელს მეორე მუხურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარზეა მიწერილი როგორც უშტატო მოძღვარი. გარდაცვალების წელი უცნობია. მეუღლე სალომე იოანეს ასული (მეორე ვერსიით _ ვასასი უჩანას ასული, დაბ. 1847წ.) და შვილები: შუშანიკი (დაბ. 1880წ.); ისააკი (დაბ. 1883წ.).

და კიდევ “ორი საბუთია და ორივეგან სხვადასხვა სახელი წერია ცოლის, და კიდევ როდის გარდაიცვალა და სად არის დაკრძალული.” თუ მოგეპოვებათ ინფორმაცია, მადლობელი ვიქნებით დაზუსტებისთვის, ასევე სხვა პირების შესახებ ინფორმაცია თუ მოგეპოვებათ 🙂

blankblank

კიდევ ერთი სურათი-გამოცანა…. ადგილად მითითებულია ხაბუმე, ხოლო თარიღად მეცხრამეტე საუკუნის 90-ნი წლები. სურათის აღწერა კი გვაცნობს, რომ ესაა წერა-კითხვის წარმომადგენელთა სტუმრობა ხაბუმეში… გვეეჭვება და ამიტომ დახმარებას ვითხოვთ 🙂 ფიქსირებულ პირებს შორის დასტურდება ივანე ჩიქოვანი და უთუ შენგელია.

blank

ამ სურათის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით. ვეცდებით უკეთესად დავასკანეროთ და კიდევ მოგიყვეთ მოქმედ გმირებზე….თუ მოხერხდა……. დრო ხომ კვალს კლავს.

blank

ჩვენებური პროფესორი ვახტანგ ვახანია

blank
ნოდარ შენგელიას ოჯახიდან

blank
მასწავლებლის გარშემო

პედაგოგი ნიკოლოზ ბერულავა

blank
ნიკოლოზ ბერულავა ხაბუმის სკოლის კიდევ ერთი დაუვიწყარი სახელი
blank
ნიკოლოზ ბერულავა და პეტრე ჭაბუკიანი
blank
გაკვეთილზე
blank
პედაგოგები
blank
პედაგოგი და მოსწავლეები

გაგრძელება იქნება. ეს ჯერ დასაწყისია. პროექტის დიდი მხარდაჭერა იქნება გამოხმაურება.

გამოსაშვები კლასები

სკოლის ისტორიიდან

ასევე იხილეთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00