CHKHOROTSKU.GE

“დადიანების მაგნოლიები”-დადიანების ყოფილი აგარაკი, ბილიკი, წყარო და სკოლაში არსებული შემეცნებითი ცენტრი

ავტორი chkhorotskuge


ადგილობრივების ცნობით, იოსებ (წიწა) დადიანს ხაბუმის პირველი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე აგარაკი აუშენებია და ამ მიზნით ირანიდან მშენებლები დაუქირავებია.

სახლთან მაგნოლიებიც დაურგია. არსებობს თქმულება გოგოზე, რომელსაც გლეხის ბიჭი თავდავიწყებით შეყვარებია და მაგნოლიის კენწეროს თავს აფარებდნენ . თავადს ეს რომ გაუგია, შეყვარებულებისთვის ურთიერთობის უფლება მიუცია. ლეგენდა კი ლამაზია,მაგრამ ფაქტებით არ მყარდება 🙂

იოსებს ყავდა ძმა ილიკო

იოსებ დადიანი მეუღლესთან, თამარ თარხან-მოურავთან ერთად

ბაბო დადიანის სურათებიდან. პროექტი “ციფრული ფოტომატიანე”

იოსებ დადიანის ბიოგრაფია, რომელიც  მრავალმხრივი ადამიანი იყო და იმ  პერიოდის ინტელექტუალურ ელიტას განეკუთვნებოდა.  გარდაიცვალა 1937 წელს.

ტრაგიკული აღმოჩნდა იოსების შვილების, ელისო   დადიანის ცხოვრებაც, რომელიც  საფრანგეთში, ავტოტასტროფის შედეგად  1944 წელს გარდაიცვალა

ილია დადიანი

ამ  ოჯახის შესახებ კიდევ  ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ მათი შთამომავლის,  ნუგზარ დადიანის მოგონებით შემოვიფარგლებით, რომელიც პირადში მომწერა, მაგრამ მე მასთან შეუთანხმებლად ვაზიარებ.. ტექსტი იმდენად საინტერესოა, რომ თავი ვერ შევიკავე. იმედია,მომიტევებს :)))

გამარჯობა ბატონო ლაშა, მაპატიე პასუხი ცოტა შემაგვიანდა. ჩემდა სამწუხაროდ ხაბუმესთან ძალიან მცირე ურთიერთობა მაქვს. ბაბუაჩემი ილია (იოსების – წიწას ვაჟი) 1930 წელს გარდაიცვალა და ბებია – ლუბა იოსელიანი სამი შვილით თბილისში ცხოვრობდნენ, ვერცხლის ქუჩაზე. გადმოცემით ვიცი, ხაბუმეში ზაფხულობით ჩადიოდნენ, გერა ვახანიას (მისი შვილი-ნესტორი, შვილიშვილები-დურმიშხანი და ბორისი) ოჯახში. ჩემი მშობლები, ახალგაზრდა ექიმები, 1948 წლიდან გაგრაში დასახლდნენ. მამაჩემი იოსები გარდაიცვალა 1965 წელს, როცა მე 12 წლის ვიყავი, ამდენად ხაბუმესთან შეხება პრაქტიკულად არ მქონდა. 1964 წელს მშობლებთან ერთად ვიყავით ხაბუმეში, ვნახე იოსებ დადიანის ყოფილი სახლი (თუ მისი ნარჩენები). სამწუხაროდ სხვა ინფორმაცია არც მაქვს. იოსების (წიწას) რამდენიმე წერილი კი გვაქვს ოჯახში შენახული. თუ თქვენ მოიძიებთ რაიმე დამატებით ინფორმაციას, ეგებ მეც მაცნობოთ. პატივისცემით ნუგზარ დადიანი

ესაა დადიანების ეზოს სახელდახელოდ შედგენილი გეგმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა გაძლიერება განვითარებისათვის” და ადგილობრივი პირველი საჯარო სკოლის ინიციატივით  ისტორია თანამედროვეობას უბრუნდება: შეიქმნა ახალგაზრდობის შემეცნებითი ცენტრი, სადაც განთავსებულია რარიტეტული ნივთები.

გასუფთავდა დადიანების  ბილიკი.

ძველი სახლი სამსართულიანი  იყო და  შიგნით  კარგად გაფორმებული გახლდათ.

ეს კი თანამედროვეობა, იგივე ადგილი

გაგახსენდათ  ცნობილი სიმღერის სიტყვები “ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდება” ?

დადიანის დარგული მაგნოლიის ხეები დღემდე ცოცხლობენ და  იქაურობას ამშვენებენ.

დღევანდელ სკოლასთან არსებობს სკვერი, სადაც დადიანების დარგული ხეებიც გვხდება. თურმე ხობისწყალი დადიანების მამულთან გვერდით მიედინებოდა, მაგრამ შემდეგ ადგილი შეიცვალა

ცინუკი დადიანმა ალბათ არც იცოდა თავისი მოგვარეეების სახლის  და ეზოს დრამა. სიმღერა კი ჩანაწერის კონტექსტში ზუსტად  ჯდება 🙂

დადიანების წყარო(წყურგილი) , სადაც ბოლშევიკებმა მემორიალური ქვა დადეს  და საკუთარ დიდებას დაუკავშირეს. ადგილი ისტორიულია. გადმოცემით აქ ტარდებოდა სოფლის კრებები. უტუ მიქავას რაზმს სიმღერაც კი  დაუწერია, ხოლო 1918 წელს ბოლშევიკური ტირანიის მომხრეები   შეკრებილან

დადიანების ისტორია

ხაბუმის  ახლად გარემონტებული სკოლა, რომელიც დადიანების  ნასახლარის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ხაბუმის სკოლა 1922 წლიდან დადიანების სახლში განათავსეს, შემდგომში ეს შენობა ააგეს

დადიანების ნივთები, რომელიც ახალგაზრდულ შემეცნებით ცენტრში შეგიძლიათ მოინახულოთ. ოთახში სოფლის ისტორიის ამსახველ ნივთები აუცილებლად დაგაინტერესებთ

მაგნოლიების ფორმის თაროები. სკოლის და სივრცის სტუმარი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე

“დადიანების ერთი დღე” – დღესასწაული ხაბუმის სკოლაში

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00