სიახლეები სოფელი ხანწკი მალე ახალი გზით ისარგებლებს by chkhorotskuge 09/10/2020 written by chkhorotskuge 09/10/2020 1.6K სოფელი ხანწკი ჩხოროწყუში მდებარეობს და ნაფიჩხოვოს ადმინისტრაციულ ერთეულს განეკუთვნება. აქ 535 ადამიანი ცხოვრობს. ტოპონიმი მკლევართა დიდი ნაწილის აზრით ნიადაგის აღმნიშვნელ ლექსიკური ერთეულიდან იღებს სათავეს და ქვიან, მაღლობ ადგილს აღნიშნავს. ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე გზის მოასფალტების პრობლემა ათეული წლებია იდგა ხანწკი ლოკალიზდება ნაფიჩხოვოსა და პირველ ჭოღას შორის . ამ ეტაპზე სოფელ ნაფიჩხოვოდან ჭოღის მიმართულებით, ხანწკის უბანში დაიწყო ოთხკილომეტრიანი საავტომოლო გზის რეაბილიტაცია. სამუშაოები რეგ.ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 860 000 ლარს შეადგენს. გზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. „გზების სარეაბილიტაციო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტში პანდემიის პირობებშიც არ გაჩერებულა. ხანწკის უბანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა გამართული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს. სამუშაოებში 12 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. https://www.facebook.com/BusinessTechnology.ge/videos/2734704413435113 ხანწკელი გიორგი ცქვიტარიას რეკომენდაცია ხანწკი მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ხანწკში 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელის შესახებ next post ირაკლი ჯიქია-ახუთელი ვარ… აქ დავიბადე, გავიზარდე, ვისწავლე და თავს ამაყად ვგრძნობ, რომ ამ სოფლის შვილი ვარ You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026