სიახლეები ესსეების კონკურსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის. by chkhorotskuge 05/09/2020 written by chkhorotskuge 05/09/2020 1.5K მშვიდობისა და განვითარების აკადემია „მშვიდობის კვირეულის“ ფარგლებში აცხადებს ესსეების კონკურსს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის. კვირეული ტარდება პროექტის “მშვიდობის ახალგაზრდა ელჩთა ფასილიტაცია აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო რეგიონსა და კავკასიაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდი CISU – ს ფინანსური მხარდაჭერით და დანიურ ორგანიზაცია Crossing Borders – თან პარტნიორობით. პროექტი პარალელურად ხორციელდება სომხეთში, უკრაინასა და მოლდოვაში. ესსეს ნარატივი უნდა ეხმიანებოდეს მშვიდობის თემატიკას და მის მნიშვნელობას ადამიანისთვის ინდივიდუალურ და გლობალურ დონეზე. ნაშრომი შეიძლება დაიწეროს შემდეგი სამი მიმართულებით: მშვიდობის აღმშენებლობა,ახალგაზრდები და სამშვიდობო პროცესები,მშვიდობის დღის მნიშვნელობა ესსე უნდა შეიცავდეს 150-300 სიტყვას.ესსეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს 14 – დან 29 წლამდე. კონკურსის სამი გამარჯვებულების დაჯილდოვება დაგეგმილია 21 სექტემბერს, ქალაქ ჩხოროწყუში, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს მოწვეული ჟიური. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიმბოლური პრიზით და გადაეცემათ სერტიფიკატი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, საკონკურსო ნამუშევარი უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: apdcontest@gmail.com და subject-ის ველში მუთითოთ: ესსეების კონკურსი. საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 15 სექტემბერი. ახალგაზრდობა ქალაქ ჩხოროწყუში 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის უფროსი ნინო ჯომიდავა აჭარაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს next post ფოტოკონკურსი ჩხოროწყუელებისთვის You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026