1.5K მშვიდობისა და განვითარების აკადემია „მშვიდობის კვირეულის“ ფარგლებში აცხადებს ფოტოკონკურსს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის. კვირეული ტარდება პროექტის “მშვიდობის ახალგაზრდა ელჩთა ფასილიტაცია აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო რეგიონსა და კავკასიაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდი CISU – ს ფინანსური მხარდაჭერით და დანიურ ორგანიზაცია Crossing Borders – თან პარტნიორობით. პროექტი პარალელურად ხორციელდება სომხეთში, უკრაინასა და მოლდოვაში. საკონკურსო ფოტოები უნდა ასახავდეს კრეატიულ და საინტერესო კადრებს მშვიდობის თემატიკაზე ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს 13-დან 29 წლამდე. გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა დაგეგმილია 21 სექტემბერს, ქალაქ ჩხოროწყუში, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ფოტოკონკურის 3 გამარჯვებულს გამოავლენს მოწვეული ჟიური. გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან სიმბოლური საჩუქრებით და გადაეცემათ სერტიფიკატები ფოტოს საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნელს. სურათის გამოქვეყნების შემთხვევაში, ფოტოგრაფი იტოვებს საავტორო უფლებებს, APD-ის ეძლევა უფლება შეზღუდვებისა და ჰონორარის გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათი. კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული ფოტოები კონკურსში არ მიიღება. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური კორექტირება – რეალური ფერების დასმა და სიმკვეთრის შესწორება, კადრირება. ფოტო უნდა იყოს წარმოდგენილი JPG ფორმატში (.jpg ან .jpeg) და იყოს მინიმუმ 2000 პიქსელი (pxl). ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს (MB). 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ესსეების კონკურსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის. next post როცა სიკეთე გადამდებია