მეგობარმა მთხოვა… მითხრა, ქორეოგრაფი არ გვყავს, იქნებ ჩამოხვიდეო. აქ რომ ჩამოვედი 29 წლის ვიყავი, ეს იყო პირველი შეხვედრა ჩხოროწყუსთან.

🔷 დავიბადე—1947 წლის 24 მაისს, მარტვილის რაიონში.
🔷 როგორ მოხვდით ჩხოროწყუში?!
— მეგობარმა მთხოვა… მითხრა, ქორეოგრაფი არ გვყავს, იქნებ ჩამოხვიდეო. აქ რომ ჩამოვედი 29 წლის ვიყავი, ეს იყო პირველი შეხვედრა ჩხოროწყუსთან.
🔷 წასვლაზე არ გიფიქრიათ?!— არა, მე შემიყვარდა ჩხოროწყუ!

🔷 როდის დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება ცეკვას?! — სკოლის პერიოდში…
🔷 ცოტა რამ განვლილ წლებზე— სკოლის დავამთავრებისთანავე ცეკვა გავაგრძელე ქ.სოხუმში. შემდეგ ჩავირიცხე თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. სწავლას რომ მოვრჩი, ჩამოვედი ჩხოროწყუში. მუშაობა დავიწყე “მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში” სადაც დღემდე ვმუშაობ.
🔷 პედაგოგი ქორეოგრაფიაში— ბევრი მყავდა. რომლებიც გამოირჩეოდნენ სათანადო ცოდნით და სიმკაცრით…
🔷 ქორეოგრაფს სჭირდება უმაღლესი განათლება?!— რა თქმა უნდა…
🔷 რამდენი ანსამბლი გყავთ?!— სამი: “მეგრი”, “ცისკარი” და “ნაკადული”.
🔷 როგორი იყო პირველი ნაბიჯები ცეკვაში— იღბლიანი…
🔷 რატომ ცეკვა?!— შემიყვარდა, ქართული ცეკვა სულია ერისა!
🔷 რა სჭირდება პროფესიონალ მოცეკვავეს?!— ასეთად ჩამოყალიბებისთვის დაუზოგავი შრომაა საჭირო.
🔷 რა აკლია თანამედროვე ქართულ ქორეოგრაფიას?!— მრავალფეროვნება…
🔷 რამდენად მკაცრი ხართ?!—საშუალოდ მკაცრი.
🔷 დაასრულეთ ფრაზა: მე შემიძლია ვიყო— ერთგული ყველას მიმართ…
🔷 როგორია თქვენი ხელწერა ცეკვაში— განსხვავებული! ყველას თავისი ხელწერა აქვს და აქ მთავარია, შენი დადგმული ცეკვა სხვის დადგმულს არ დაემსგავსოს!
🔷 რაში დაგხმარებიათ თქვენი პროფესია?!— ბავშვების ესთეტიკურ აღზრდაში…
🔷 ახალგაზრდულად გამოიყურებით, რისი დამსახურებაა?!— ფიზიკური ვარჯიშის შედეგია.

🔷 ყველაზე ძვირფასი ახლობელი ადამიანები?!— ასეთები ბევრი მყავს, მაგრამ ოჯახის წევრებზე ძვირფასი არავინ!
🔷 დაახასიათეთ თქვენი თავი — მე სხვამ უნდა დამახასიათოს!
🔷 რა არის წარმატება— როცა ჩემი პატარა მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე კარგად წარსდგებიან!
🔷 რა არის სიყვარული?!— ყველაზე სათუთი გრძნობა…
🔷სიყვარული თავგანწირვაა?!— ვისთვის როგორ… ბევრისთვის ალბათ ოცნება, ზოგისთვის გასართობი, ზოგისთვის ამოჩემება, ადამიანებიც განვსხვავდებით… მე ვფიქრობ, სიყვარული თავგანწირვის გარეშე ნამდვილი არ იქნება!
🔷 რისკიანი ხართ?!—იშვიათად.
🔷 20 წლის უკან რომ დაბრუნდეთ?!— არ ვინატრებდი…
🔷 ცხოვრებაში მთავარია?!— შეძლებისდაგვარად ბევრი კარგი და მადლიანი საქმის კეთება…
🔷 რას ერიდებით ?! — სხვის საქმეში ჩარევას…
🔷 საყვარელი მსახიობი— ოთარ მეღვინეთუხუცესი.
🔷 რას კარგავთ ხშირად?!— გასაღებს (იცინის)!.
🔷 რისი იმედი გაქვთ?!— მომავლის
🔷 როდის ხართ მშვიდად?!— მგონი არასდროს…
🔷 რა არის ყველაზე დიდი უბედურება?!— საყვარელი ადამიანის დაკარგვის განცდა!
🔷 რა გაძლევთ ბედნიერების მიზეზს —ყოველ ახალ დღესთან შეგებება…
🔷 რჩევა დამწყებ ქორეოგრაფებს?— რთული პროფესიაა, თუ ამ საქმეს თავს ბოლომდე სიყვარულით არ მიუძღვნი არაფერი გამოვა. ეს ყველაფერი წინააღმდეგობასთან, მონდომებასთან და ასევე დიდ შემოქმედებით შრომასთან არის დაკავშირებული…
🔷 რას გეგმავს თქვენი ქორეოგრაფიული ანსამბლი?! —წინ გველის ბევრი ფესტივალი. ვმუშაობთ ენერგიულად რათა ღირსეულად წარვსდგეთ ჟიურისა და მაყურებლის წინაშე.
🔷 საყვარელი ფრაზა?! “ცხოვრებასი რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს რომ შენ პატარა დაიბადე”
🔷 დაასრულეთ ფრაზა: ჩხოროწყუ ჩემთვის— ყველაზე მშვიდი და საყვარელი ქალაქია. მიყვარს, რა თქმა უნდა, ჩხოროწყულეებთან ერთად…
🔷 რას ნიშნავს სამშობლო თქვენთვის?!— სამშობლო არის ყველაზე ძვირფასი და სათაყვანებელი.
🔷 დაასრულეთ ფრაზა: ყოველი ნაბიჯი — უნდა გაზომოთ!
🔷 რჩევა გვერდს – My City Chkhorotsku-ს — იყავით კონკრეტული და აქტუალური…
პატივისცემით, My city Chkhorotsku-ს ადმინი