1.4K ქ წინაპრების სისხლი და ფესვიისე მძლავრია და საცნაური,რომ მზის ხმაურად,მზის სუნთქვად მესმისჩემი მამულის გულის ხმაური.ამიყოლიებს ხილვის სურვილი,გადამინათებს შორეულ სივრცეს;დაეწაფება წყაროს წყურვილი,საწყისის სითბოს შორეთში მისდევს.თითქოს გადმოდის დიდმომღერალთადა დიდმეტყველთა უნარი ჩემში:შემომანათებს შუქი მწვერვალთათვალთა სითბო და თვალების ეშხი.და მე მგონია სახე არცერთიაღარ დამრჩება აქ უხილველი,მაგრამ ასეთი, მაინც ასეთიარის ფიქრი და ხილვა პირველი.ობოლი სხივი ცა-ხმელს დაივლის,მერე მიწაზე დგება და ელავს.ნელა მოჰყვება ბილიკს დავითი,ფიქრით აშენებს საყვარელ გელათს.მაგრამ უმთავრეს მიზნების ხვეულსგაუტაცნია მისი გონება;ჯერ საქართველოს დაჩეხილ სხეულსველური ურდო დაეზმორება.ურდოს არა აქვს სხვა საზრუნავი,შიგნიდანვე ზრდის მხეცის ბუნებას;მას არ იზიდავს წაღმა მბრუნავის,უკუღმა მსრბოლის გაცნაურება.იგი მთლიანად სუნთქავს ბნელეთით,მისთვის შეჰხარის ცას და ორიონს,-რომ ეს პლანეტა, მზე და ხმელეთიროგორმე პირში მოიყოლიოს.და საჭიროა ხმლის გალაღება,გაალმასება ერის სულისა!მერე კი იტყვის ვით ამაღლებასსაგალობელსაც სინანულისას…და მოდის, მოდის დიდი დავითი,გზაზე მერმისის ნათელი ელავს,ურყევი ნებით საქნარს დაითვლის,ფიქრით აშენებს მომავლის გელათს.და უკან ყველა ამ დიად წვლილის,გაცისკროვნებად სულის სიმრთელის,-მოჩანს ხატება საოცრად თბილი,გზაზე უჩინრად დგას ჭყონდიდელი.აზრი ყოველი ეძებს ურთულესსშინაგან თვალის უქრობელ მადლითდა მოანათებს მღვრიე უფსკრულებსთეთრწვერიანი პეტრიწის ლანდი.მერე ურიცხვთა ურდოთა ძლევითგულმოცემული და ნაამარი,-გაუხუნარი დროშების რხევითამოანათებს აღმართს თამარი.სიბნელის ზღვარზე შოთა იელვებსამ ჩაუქრობელ მნათის მაგვარიდა მარადიულ სიცარიელესმარადიული ვსება დაჰხარის.ყოვლადს მიელტვის ზეიმი აზრთა,ზეცამდე წვდება სიბრძნის ნათელი;იმღერის გული, ივსება განცდა,მსოფლიო გზაზე გადის ქართველი.და ჟამი იკრებს შუქს მამშვენებელს,ჟამი წარუალ ხმების მკრებელი.მაგრამ მოჰყვება აღამაშენებელსუშქარი, უშტი მაოხრებელი.ანჯღრევს მეორე ათასწლეულისაქართველოსთვის ამინდს უავდრეს,მაინც გელათზე ამორწეულიარ ინისლება ერის შუადღე. აპოლონ ადონია 1954 წ 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post აპოლონ ადონია- დარჩენილ მერცხალს next post აპოლონ ადონია სვანეთზე