კურორტი მუხური 🟩 შურუბუმუ – ჩემი შთაბეჭდილებები by chkhorotskuge 31/10/2016 written by chkhorotskuge 31/10/2016 2.6K მეზობლებმა ლუგელას ხეობაში დამპატიჟეს და ადგილობრივ მღვიმეშიც შევძვერი. დრო არ მქონდა — მხოლოდ რამდენიმე მეტრით „შევიხედე“. და საოცრად სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა :))) ახსნა სახელწოდების შესახებ სამწუხაროდ, მარტო კარგ ამბებს ვერ მოგიყვებით. 📍 ადგილობრივი ბზის ტყე სასიკვდილოდ არის დაზიანებული და აშკარად შველას ითხოვს.📍 მდგომარეობა მძიმეა — ბზა გლობალურად განიცდის დაავადებას, მაგრამ მუხურის ხეობა განსაკუთრებით დაზარალებულია. თუ ოპერატიული ღონისძიებები არ გატარდება, ეს უნიკალური ეკოსისტემა შესაძლოა მალე ჩონჩხად იქცეს. დღევანდელი მდგომარეობით, არსებული ბზის გადარჩენა ნაკლებად რეალურია. დიდი ალბათობით, საჭირო იქნება მისი თავიდან გაცოცხლება — ახალი ნერგებით, დაცული ზონით და გეგმური აღდგენით. როგორც შეატყობდით, ადამიანური ბარბაროსობა ყველაფერს შეეხო. გული, სხვადასხვა “სიმბოლოები”, უადგილო წარწერები — ეს არაფერია იმ სურათთან შედარებით, რაც მღვიმეში დაგვხვდა:მატლების სიმრავლე, ლპობად ქცეული სივრცე და გარემოსადმი აბსოლუტური უპატივცემულობა. 📸 საავტორო უფლებების პატივისცემით:ეს სურათები რომან თოლორდავას ფოტოშედევრებია — კადრები, რომლებიც შურუბუმუში წყლის ადიდების პროცესს ასახავს. შეუძლებელია არ აღფრთოვანდე! :)) გადალახეთ ხიდი — და შურუბუმუ თვითონ მოგიყვებათ თავის ისტორიას. ეს მიტოვებული კოტეჯები აქაურობის განვითარების სურვილზე მეტყველებს.თუმცა რატომ შეჩერდა პროცესი — ჩემთვის გაუგებარია.ამბობენ, რომ კოტეჯები სქურიდან ჩამოიტანეს. დეტალები არ დამიზუსტებია, მაგრამ იმედი მაქვს, გაგრძელება იქნება… იქვე დგას მაგიდა — ადგილი, სადაც ადამიანის კვალი და განადგურებული ბზის სუნი ერთმანეთს ერწყმის.ბზის ნარჩენებზე კი, თითქოს სიმშვიდით, კომფორტულად განთავსებულან მატლები. ეს უკვე ხობისწყლის ზედა ნაწილია. მუხურიშურუბუმუ 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან next post ჩხოროწყუობა2016 You may also like წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 ცხრა წყაროს გზა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გენეზისისა და განვითარების... 09/07/2025 🎭 ჩხოროწყუელ და მუხურელ ახალგაზრდა მსახიობთა არაჩვეულებრივი მოგზაურობები... 06/06/2025 ბებოს დღიური 31/03/2025 “მოგზაური” მუხურში მომხდარი ამბოხების შესახებ 09/09/2022 რომან თოლორდავა-მუხური იქნება ძლიერი ევროპული ტიპის სოფელი და... 29/05/2022 ერატიკული ლოდები შურუბუმუს არეალში 28/06/2021 დამწყები შემოქმედების გამოფენა მუხურში 15/06/2021 დეიძახის ლოდი 19/04/2021 მუხური და მუხურელები მეორე ნაწილი 12/11/2020