მოგვწერეთ

სასიამოვნოა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტრადიციად იქცა საკუთარი დღის — „ჩხოროწყუობის“ — აღნიშვნა.

📹 ვეცადე, პირდაპირი ტრანსლაციით და ფოტომასალით გადმომეცა ის ატმოსფერო, რაც ღონისძიებაზე სუფევდა. მადლობა ყველას, ვინც იყო იქ, ვინც უყურეთ ეკრანიდან და შეუერთდით მუნიციპალიეტეტის დღეს

🙌 თუმცა გულწრფელად ვიტყვი — მომავალ წლებში ვისურვებდი, განსაკუთრებული აქცენტი დაისვას არა მხოლოდ გასტრონომიულ ელემენტებზე, არამედ ჩხოროწყუს სხვა მრავალმხრივ სახეზე:

ეს ხომ ისაა, რაც ჩხოროწყუს ბევრად უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე მხოლოდ კულინარია.

ჩხოროწყუობა 2016

 შევეცდები მაქსიმალურად გულწრფელად გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებანი.

ვისაც სურვილი ექნება, იხილეთ ერთსააათიანი ლაივი :

ზეიმში მთელი მუნიციპალიტეტი იყო ჩართული: თითოეულ სკოლას და ბაღს თავისი კუთხე ქონდა. იყო რამდენიმე საინტერესო, შემეცნებითი სტენდიც, რომელიც  ინფორმაციას იძლეოდა.

ასეთი ინტერესი ცხადყოფს ამ ტიპის ღონისძიებათა მოთხოვნილებას და  დასახლებათა პოპულარიზირებისათვის, ახალგაზრდობისა გასართობად თუ  ტურიზმის ხელშეწყობისათვის მთლიანობაში ეს  ყველაფერი საჭიროა.

მაგრამ პარალელურად მეტი სხვა ტიპის შემეცნებითი თუ კულტურული ივენთიც არ გვაწყენდა

ლესიჭინელი მეყველეების ნობათი ნამდვილად კარგ შთაბეჭდილებას ქმნიდა

პატარა გულუა. ამ პატარა ბიჭმა თავისი ბავშვური ხელოვნება წარმოგვიდგინა.

ხაბუმის სკოლის კუთხე. სკოლები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ.

პედაგოგი

ზუგდიდელი მუსიკოსები




ლესიჭინური მეყველეები. მეტა:ანა



ევროპელი ჩხოროწყუელი


კარატისტები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით გოგუა

წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უსაჩუქროდ არ დარჩა.

ყველა ჩხოროწყუელს ვულოცავ დღევანდელ დღეს.

2016 წლის საპატიო ჩხოროწყუელები

2016 წელს „საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭა 8 ადამიანს:

იაშა ჯალაღონია — ა(ა)იპ ჩხოროწყუს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის მუშა

ნოდარ ჩოკორაია — ექიმი, შრომის ვეტერანი.

ლევან იზორია — საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

ბონდო აბაშიძე — ომისა და შრომის ვეტერანი, მეწარმე.

ვალერი სიჭინავა — ანსამბლ „ჩხოროწყუს“ სოლისტი, მოცეკვავე.

ლიანა ზერაგია — დაბა ჩხოროწყუს №2 საჯარო სკოლის პედაგოგი.

ბაკურ გულუა — შრომის ვეტერანი.

კოტე გობეჩია — რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი, ქირურგი.

ვიდეო

-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00