Электронний  сеть муниципалитета Чхороцку
  • Русский
    • Georgian (Грузинский)
    • English (Английский)

Forgot your password?Register here

Login here
  • Новости
  • блоги
    • Chkhorotsku from above
    • "Мой город Чхороцку" представляет рубрику "Блиц Интервью"
    • Ансамбль «Мардуки»
  • Административные единицы
    • Город Чхороцку
      • Фейсбук страница города Чхороцку
    • Деревня Лесичине
      • Facebook страница села Лесичине
    • Мухури
      • горная зона в Чхороцку
      • Курорт Мухури FB страница
    • Деревня Таиа
      • სოფელ თაიას FB
    • Деревня Кирцхи
      • FB Страница Кирцхи
    • АХУТИ
      • FB страница села Ахути
    • Деревня Хабуме
      • ФБ Пейдж Хабуме
    • Лецурцуме
      • FB страница села Лецурцумэ
    • Деревня Чога
      • სოფელ ჭოღას FB
    • Деревня Напичхово
      • Facebook страница села Напичхово
    • Деревня Кведа Чхороцку
      • ФБ с. Кведа Чхороцку
    • Деревня Зуми
      • სოფელ ზუმის FB
    • Деревня Накиани
      • Facebook страница деревни Накиани
  • Саракони
  • Культурное наследие
    • Церкви и монастыри
    • История
    • Замки
  • Природа Чхороцку
    • горная зона в Чхороцку
    • Пещеры
    • Реки
    • Туризм
  • Мэр Чхороцкуского муниципалитета
  • Природа Чхороцку
    • горная зона в Чхороцку
    • Пещеры
    • Озера
    • Реки
      • Банные зоны
  • ტოპონიმიკა
  • представительства и филиалы
  • Образование
    • კულტურა
      • Культурное наследие
      • შემოქმედება
      • Ансамбль «Мардуки»
  • гостиницы
  • სპორტი
  • Культурное наследие
    • Церкви и монастыри
    • Замки
  • Проект «Открой Чхороцку»
    • Цифровые фотографии
    • Старые истории про чхороцку
    • Discover places
    • История
  • Люди из Чхороцку
    • თანამედროვეობა
    • Люди из прошлого
  • პროექტის ფინასური მხარდაჭერა
პროექტები ხორციელდება ააიპ "საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცის" ეგიდით. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით, მედიის თავისუფლების პრინციპებით
ამბები ჩხოროწყუში
проект 4-звездочного отеля в Мухури
В ущелье Лугела в селе Мухури ведется строительство...
Усиливаются меры по предотвращению распространения коронавируса в Самегрело-Земо...
Мэр Чхороцку Дато Гогуа публикует видеообращение об угрозах...
Член парламента Грузии Джумбер Изория выступил с заявлением
Ведется строительство моста через реку Гунджа
Дорога к озеру Тобаварчхили восстанавливается.
Электронный каталог «Чхороцку-культурное наследие»
Радио «Ахали Эра» в эфире
Презентация проекта «Познай Хабуме» прошла в общеобразовательной школе...
АХУТИИсторияЛюди из ЧхороцкуСтарые истории про чхороцку

ვოლსკები — უცხოური წარმოშობის ჭეშმარიტი ქართველები

ავტორი chkhorotskuge 17 ноября, 2019
ავტორი chkhorotskuge 17 ноября, 2019

This post is also available in: Georgian (Грузинский)

წერილი კოპირებულია ჩხოროწყუს მუზეუმის გვერდიდან. ( სტილი დაცულია)

,შეჩერდით! გზას აღარ ვაგრძელებთ“ -დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ მეეტლემ ეტლი შეაჩერა. მგზავრი სოფელში გამართულ ბაზრობის ტერიტორიიდან ცოტა მოშორებით ჩამოვიდა. დავაკებული ადგილი შეათვალიერა, მიწაზე ხელჯოხი ჩაარჭო და თქვა: „აქ ჩემი სახლია“. გადმოცემის მიხედვით, ასე დასახლდა 1897 წელს ჩხოროწყუს სოფელ ახუთში (მაშინდელ საღებო-ში) პოლონელი ექიმი-პროვიზორი ვლადიმერ ვოლსკი და მალე სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთი გამართული აფთიაქი სწორედ, სოფელ ახუთში გახსნა.


საინტერესო და მნიშვნელოვანია ვოლსკების ცხოვრების ისტორია და ღვაწლი ქართველი საზოგადოების წინაშე. მართალია არაერთი სამეცნიერო ნაშრომია მიძღვნილი ვოლსკების საქართველოში მოღვაწეობაზე, მაგრამ, რაც საჯაროდ ცნობილია, ძალიან მწირედ ასახავს ვოლსკების დიდ მიზანს და მონდომებას, რაც მათ გაწიეს ქართველი მოსახლეობის წინაშე. თუმცა, ჯერ კიდევ არის შანსი გამოვიკვლიოთ მათი რეალური ცხოვრებიდან ის შტრიხები, რომელიც ზეპირი გადმოცემებით ახსოვს ვოლსკების შთამომავლებს. ამჟამად, ვეცდებით შევქმნათ სინამდვილესთან მიახლოებული პორტრეტები სოფელ ახუთში მცხოვრებ ვოლსკების პირდაპირი შთამომავლების ქარჩავების ოჯახის დახმარებით.
მე-19 საუკუნის 30-იან წლებში, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ვოლსკები პოლონეთიდან საქართველოში, კერძოდ, გურიაში გადმოასახლეს. ვოლსკების შთამომავლის, ჟუჟუნა ქარჩავას თქმით, მათ წინაპარს სამხედრო მაღალჩინოსანს იოსებ ვოლსკის გურიაში შეურთავს ქართველი აზნაურის კეჟერაძის ქალი. მათ სამი შვილი ჰყავდათ: გრიგოლი, ვლადიმერი და მარიამი. მალე იოსებ ვოლსკი ოჯახით ქუთაისში გადავიდა. შვილები გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებენ, გრიგოლმა სამედიცინო ფაკულტეტი მოსკოვში დაამთავრა, ვლადიმერმა — პარიზში, მარიამი თბილისში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ექიმის პროფესიას დაუფლებული საქართველოში დაბრუნებული ძმები გრიგოლ და ვლადიმერ ვოლსკები აქტიურად ებმებიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ ცხოვრებაში.


გრიგოლ ვოლსკი უცხოური წარმოშობის ქართველთა შორის ჭეშმარიტად გამორჩეულია. მის ღვაწლს, პიროვნულ თვისებებს უდიდესი პატივისცემით აღნიშნავდნენ იაკობ გოგებაშვილი, დავით კლდიაშვილი, ეგნატე ნინიშვილი, გიორგი წერეთელი, ნიკო ლორთქიფანიძე, კიტა აბაშიძე…


გრიგოლ ვოლსკს მოიხსენიებენ, როგორც სახელოვან ექიმს, მწერალსა და პოეტს, დიდი ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლსა და მეგობარს. ადამიანებმა ნაკლებად იციან, რომ მელიტონ ბალანჩივაძის პირველი ქართული რომანსი „შენ გეტრფი მარად“ სწორედ, გრიგოლ ვოლსკის ლექსზეა შექმნილი. გრიგოლ ვოლსკი ქართულ პოეზიაში „უმწიფარიძის“ ფსევდონიმითაა ცნობილი. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ახლად შემოერთებულ აჭარაში გატარებული წლები. ვოლსკი იქ წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიავლინა. სავარაუდოდ, 1888 წელს. თუმცა, არანაკლებ საგულისხმოა მისი პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისში, ქუთაისში, თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში. . . 1907 წელს თავს დაესხნენ და დაჭრეს, სავარაუდოდ მოწამლული ხანჯლით, გადარჩა, მაგრამ 1909 წლის ოქტომბერში, 49 წლის ასაკში, სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. კიტა აბაშიძე გამოსათხოვარ სიტყვაში ამბობდა: ,,ჩვენს ბედკრულის, გაწამებული ერის პირუთვნელი ისტორია მკვდრეთით აღადგენს იმის სახელს, ჩვენს მიერ ვერ დაფასებულს და თავს მოიხრის ამ უცხო თავგანწირული მუშაკის წინაშე. გრიგოლ ვოლსკის ოჯახი არ შეუქმნია და შესაბამისად პირდაპირი შთამომავალიც არ დარჩენია. . . სავარაუდოდ დაკრძალულია ბათუმში, მაგრამ კონკრეტულად ადგილსამყოფელი უცნობია.


არანაკლებ საინტერესო და ნაყოფიერი გახლდათ გრიგოლ ვოლსკის ძმის ვლადიმერ ვოლსკის ცხოვრება და მოღვაწეობა. . . პარიზიდან დაბრუნებულ ვლადიმერს მუშაობა გურიაში ექიმ-პროვიზორად დაუწყია და აქვე დაოჯახებულა, ჯაფარიძის ქალი შეურთავს ცოლად, რომლისგანაც 6 შვილი: ჟორჟი, თამარი, ვარია, დავითი, კონსტანტინე და მარიამი შესძენია. შემდეგ ცოტა ხნით ცოლ-შვილით ახალსენაკში გადმოსულა. მერე კი იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილი სოფელი საღებო (დღევანდელი ახუთი) შეურჩევია საცხოვრებლად და იქ დასახლებულა. . .ვინმე ბელოვისაგან შეუძენია აფთიაქი. ვლადიმერ ვოლსკმა, როგორც მაღალი დონის პრივიზორმა არა მხოლოდ საღებოში, არამედ მეზობელ სოფლებშიც მალე მოიპოვა ნდობა და პატივისცემა და ხალხს სიცოცხლის ბოლომდე კეთილსინდისიერად და ხშირად უანგაროდ ემსახურებოდა. პირველი აფთიაქი. წიგნებითა და შემოწირულობებით სკოლისა და მოსახლეობის დახმარება, ბევრი სასიკეთო საქმეები უკავშირდება ახუთში, ზანაში, ლესიჭინეში, მუხურში და საერთოდ ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ვლადიმერ ვოლსკის სახელს. იგი ოჯახთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში და იმ დროისათვის ამ საქმის თაოსან ანტონ პაპასქირს ერთგულად და უანგაროდ ედგა მხარში.


მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ვლადიმერი უშაფათელ დესპინე კოკაიაზე დაქორწინდა, რომლისგანაც სამი ვაჟი-გრიგოლი(ბორისი), რუსლანი, ვალოდია და ქალიშვილი ლუდმილა შეეძინა. ვლადიმერ ვოლსკის ათივე შვილმა მოახერხა გიმნაზიის და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე ისტორიულმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა მათი ოჯახის მომავალზე სავალალოდ იმოქმედა. 1918 წელს ვლადიმერ ვოლსკი გარდაიცვალა. იგი პირველი მეუღლის გვერდით სოფელ ახუთში დაკრძალეს. დესპინე კოკაიამ ოჯახის და მეუღლის დაწყებული საქმეების გაძღოლა იტვირთა, მაგრამ გასაბჭოების შემდეგ ახალმა მთავრობამ აფთიაქი, საცხოვრებელი სახლი და მიწა ჩამოართვა. უსახლკაროდ დარჩენილი ვლადიმერ ვოლსკის ქვრივი — დესპინე კოკაია იძულებული გახდა შვილებთან ერთად საცხოვრებლად ძმებთან, სოფელ უშაფათში გადასულიყო. სადაც იგი მალევე გარდაიცვალა. ასევე ტრაგიკულად დასრულდა ვლადიმერ ვოლსკის რამდენიმე შვილის ცხოვრება: რუსლანი და ვალოდია ვოლსკები დიდ სამამულო ომში დაიღუპა, თამარი და ვარია ადრე გარდაიცვალნენ.
ამჟამად, ვლადიმერ ვოლკის შთამომავლები ღირსეულად აგრძელებენ დიდი წინაპრების ტრადიციებს და ატქიურად არიან ჩართული თანამედროვე საქართველოს საზოგადებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ვლადიმერ ვოლსკის შვილებიდან სოფელ ახუთში მხოლოდ ლუდმილა ვოლსკი დარჩა. იგი ადგილობრივ ალექსანდრე ქარჩავაზე დაქორწინდა. მათი ოთხი შვილიდან ერთ-ერთი ჟუჟუნა ქარჩავა ბაბუას პატივისცემით დაეუფლა პროვიზორის პროფესიას და სოფელ ახუთსა და მუხურში სააფთიაქო საქმეს წლების განმავლობაში ემსახურებოდა. სამწუხაროდ, დღეს იგი უმუშევარია.
ასე დასრულდა სოფელ ახუთში ვოლსკების გვარის ისტორია, გვარისა, რომელსაც თავის დროზე ილია ჭავჭავაძე ,,უცხოური წარმოშობის ჭეშმარიტ ქართველებს“ უწოდებდა.

ინგა ალანიძე, ჟურნალისტი, ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის თანამშრომელი
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სამეცნიერო-შემოქმედებითი ჟურნალი ,,მოამბე», 2014 წელი,N3,გვ;-20-21

  • Нажмите, чтобы поделиться на Twitter (Открывается в новом окне)
  • Нажмите здесь, чтобы поделиться контентом на Facebook. (Открывается в новом окне)
0
FacebookTwitterWhatsappTelegram
წინა პოსტი
Вознесенская церковь в селе Зуми
შემდეგი პოსტი
Церковь св. Барбара (Воскресение Спасителя) в Очхомури

მსგავსი სიახლეები

Неутомимый дедушка Вано

5 апреля, 2020

Династия Качарава и музыка в самоизоляции

28 марта, 2020

Валерия Ахалая по истории икон и традиционных праздников

15 марта, 2020

Первое личное знакомство с замками Наджагу

11 февраля, 2020

Маци (Михаил) Хорава

3 февраля, 2020

Шавлег Шелия — солдат, который помимо нескольких профессий,...

3 февраля, 2020

Лакадский бунт в Лецурцуме

2 февраля, 2020

Женское «восстание» в Чоге. Протест тайских женщин

30 января, 2020

Старые истории

29 января, 2020

Про Ахути

21 января, 2020

შემოქმედება

Маци (Михаил) Хорава

Шавлег Шелия — солдат, который помимо нескольких профессий,...

Фотомир Моники Цурцумия

Instagram

იყიდება ყველა სახეობის რუსული ხის მასალა. და ტელეფონი:571 91 18...
3 недели ago by chkhorotsku_georgia იყიდება ყველა სახეობის რუსული ხის მასალა. და ტელეფონი:571 91 18 08. ვეფხვია. ხაბუმე, ჯუმითი.
#okharkape #khabume #chkhorotsku
7 месяцев ago by chkhorotsku_georgia  #okharkape   #khabume   #chkhorotsku 
მდინარე ხურუ. წყლის ძალა და სილამაზე (ლანი ე ) #ledarsale...
2 недели ago by chkhorotsku_georgia მდინარე ხურუ. წყლის ძალა და სილამაზე (ლანი ე )  #ledarsale   #chkhorotsku   #samegrelophoto 
პოეტი ალექსანდრე ნარსია გვილოცავს
2 месяца ago by chkhorotsku_georgia პოეტი ალექსანდრე ნარსია გვილოცავს
რა ისტორიები იცით ჩხორჰესის შესახებ.სურათი კო წლენის წინ ნათია უბირიამ...
1 месяц ago by chkhorotsku_georgia რა ისტორიები იცით ჩხორჰესის შესახებ.სურათი კო წლენის წინ ნათია უბირიამ მოგვაწოდა  #chkhorotsku   #chkhorhesi 
ცოტა ხნით ისევ აზველ დროში დავბრუნდეთ.ძველი სკოლა მოვინახულოთ და იქაურ...
3 недели ago by chkhorotsku_georgia ცოტა ხნით ისევ აზველ დროში დავბრუნდეთ.ძველი სკოლა მოვინახულოთ და იქაურ მოსწავლეებს,უკვე ჩვენ ბაბუებს შორიდან შევხედოთ. დრომ თავისი ქნა. ახალი სკოლები…
Sqvam suq #chkhorotsku
4 недели ago by chkhorotsku_georgia Sqvam suq  #chkhorotsku 
მოცეკვავეები ჩხოროწყუდან. ქორეოგრაფი სალომე ჩიქოვანი #chkhorotsku #samegrelo #dance #folclor
3 недели ago by chkhorotsku_georgia მოცეკვავეები ჩხოროწყუდან. ქორეოგრაფი სალომე ჩიქოვანი  #chkhorotsku   #samegrelo   #dance   #folclor 
მარიამ.გახარიას ფოტო. გამოგვიგზწვნეთ მცოლოდ ასეთი ხარისხიანი სურათები. სხვა არ მიიღება√✓
1 месяц ago by chkhorotsku_georgia მარიამ.გახარიას ფოტო. გამოგვიგზწვნეთ მცოლოდ ასეთი ხარისხიანი სურათები. სხვა არ მიიღება√✓
სანახევროდ ჩამოთოვლილი ღუნჯი🥰 დაუმუშავებელი. ავტორი პაპუნა არახამის
1 месяц ago by chkhorotsku_georgia სანახევროდ ჩამოთოვლილი ღუნჯი🥰 დაუმუშავებელი. ავტორი პაპუნა არახამის

პროექტები ხორციელდება ააიპ "საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცის" ეგიდით. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით, მედიის თავისუფლების პრინციპებით

ასევე იხილეთ:x

Публикация о священнослужителях, работающих в Гарахе

13 января, 2020

Династия Качарава и музыка в самоизоляции

28 марта, 2020

Коба Цурцумия

6 января, 2020
  • Грузинский
  • Английский
  • Русский