1.7K ყოველ ახალ დღესთან ერთად იბადება ყოველი ახალი კადრი და სამყაროს ახალი აღქმა ბლიც-ინტერვიუ ნინო შენგელიასთან ♦️დავიბადე — ჩხოროწყუში ♦️გახლავართ — თავისუფალი მოქალაქე. პროფესიით ტურიზმის მენეჯერი ♦️ვცხოვრობ — სოფ. ხაბუმეში ♦️ვაპირებ— ცვლილებებს… სიცოცხლეს! ♦️ვიმოგზაურებდი — პერუში, ირანში და ყველგან სადაც ადამიანმა შეიძლება იმოგზაუროს ♦️ჰობი —ფოტოგრაფია, ხატვა, მუსიკის მოსმენა ♦️მიყვარს — საინტერესო ადამიანები და ხელოვნება ♦️ვეჭვიანობ — საეჭვო ადამიანებზე ♦️ვპატიობ — არც თუ ისე ხშირად ♦️ვგეგმავ — უარყოფითი თვისებების შეცვლას ♦️მეშინია — საყვარელი ადამიანების დაკარგვის ♦️არ ვაპირებ — ერთხელ დაშვებული შეცდომის მეორედ დაშვებას ♦️ვბრაზდები — ჰუმანურობის ნაკლებობაზე და არაპუნქტუალურ ადამიანებზე… ♦️ვიმახსოვრებ — ადამიანის სახეებს და შთამბეჭდავ მოვლენებს ♦️ვინახავ — საჩუქრებს ♦️მწამს — ღმერთის ♦️ვაღმერთებ — არავის გაღმერთება არ მინდა! ♦️ვივიწყებ — უყურადღებო და ბოროტ ადამიანებს ♦️მიზანი — არ ვიტყვი ♦️ვუსმენ — რჩევებს! მუსიკას და ვცდილობ შინაგან ხმასაც მოვუსმინო… ♦️ვნანობ — უაზროდ დაკარგულ დროს! ♦️მანაღვლებს — დროის დინება… თუმცა საინტერესოცაა როცა კარგის მოლოდინში ხარ! ♦️მენატრება — მონატრებული! ♦️რომ შემეძლოს — წონაში მოვიმატებდი. ადამიანში კი შევცვლიდი სამყაროს მუქ ფერებში აღქმის თვისებას ♦️მეცინება — აბსოლიტურად ჯანმრთელ ადამიანებს რომ ეჭვი ეპარებათ ე.წ უნარშეზღუდულ ადამიანების შესაძლებლობებში! ♦️ფოტოგრაფია — ამოუწურავი თემაა, ყოველ ახალ დღესთან ერთად იბადება ყოველი ახალი კადრი და სამყაროს ახალი აღქმა! ♦️რჩევა ფოტოგრაფებს — ეძებეთ საუკეთესო განწყობა, რაც შეიძლება ნაკლებად დამთრგუნველი ფოტოები გადაიღეთ ♦️My City Chkhorotsku — საინტერესო და სიახლეებით სავსე გვერდია ♦️რჩევა გვერდს — რაც შეიძლება მეტი სიახლეების დამატება და მეტი პოზიტიური პოსტები… პატივისცემით, My city Chkhorotsku-ს ადმინი 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ბლიც-ინტერვიუ ლუკა პერტაიასთან next post ჩხოროწყუ / Chkhorotsku District, Georgia 4K 2016