მოგვწერეთ

მენჩურუა ტრადიციის დასაწყისი 1997 წელი

ავტორი: chkhorotskuge

„მენჩურუა“ სახალხო ზეიმად იქცა

ავტორი: ნუგზარ ჟვანია

პრეამბულა:

წარმოგიდგენთ საარქივო პუბლიკაციას, რომელიც მოგვითხრობს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში უძველესი ქართული წყალჭიდის — „მენჩურუას“ აღორძინებისა და პირველი ოფიციალური ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. სტატია აღწერს მარიამობის დღესასწაულზე გამართულ სახალხო ზეიმს, რომელმაც ენთუზიასტი ჯანიკო ბასილაძის თაოსნობით უამრავი მაყურებელი და სპორტსმენი შეკრიბა და მივიწყებული კოლხური ტრადიცია ახალ სიცოცხლეს დაუბრუნა.

სტატიის ტექსტი:

„მენჩურუა“ — წყალში ორთაბრძოლა, უძველესი ქართული სპორტის სახეობაა, რომელიც ბოლო წლებში მივიწყებას მიეცა. ფიზკულტურისა და სპორტის ვეტერანმა მუშაკმა, სოფელ მუხურის ყოფილმა მეთოდისტმა ჯანიკო ბასილაძემ შესაშური ინიციატივა გამოიჩინა და ხალხური სპორტის ამ სახეობის აღორძინება გადაწყვიტა.

ბატონმა ჯანიკომ საფუძვლიანად შეისწავლა წყალში თამაშობების ტრადიციები, შეხვდა უხუცეს ადამიანებს, რელიგიის მსახურებს და დაწვრილებით აღწერა იგი. შეიქმნა ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რომლის ერთი პირი გაზეთ „ლელოს“ რედაქციაში ინახება. გაზეთი „ლელო“ და „საქართველოს რესპუბლიკა“ ვრცლად გამოეხმაურნენ ამ კარგ თაოსნობას.

წელს, მარიამობის დღეს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში ნაცხა ხიდის ქვეშ მოხერხებულ მორევში ჩატარდა რაიონის პირველი ოფიციალური ჩემპიონატი „მენჩურუაში“. სიმართლე ვთქვათ, მისი ორგანიზატორები არც ელოდნენ დიდ გამოხმაურებას, თუმცა თავად ჯანიკო ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მონაწილეთა მსურველი ბევრი იქნებოდა. ასეც მოხდა. შეჯიბრებაზე მარტო მუხურელები როდი გამოვიდნენ, აქ იყვნენ მეზობელი სოფლებიდან, წალენჯიხიდან, სხვა ქალაქებიდან სტუმრები. ნაცხა ხიდის მიდამო მაყურებელს ვერ იტევდა. გაღმა-გამოღმა ნაპირებზე ნემსიც კი არ ჩავარდებოდა. განსაკუთრებით ხანდაზმულებს უხაროდათ მათი ბავშვობის დროინდელი თამაშობის გახსენება, იგონებდნენ „მენჩურუას“ ოსტატებს, ფალავნებს, კონკრეტულ ფაქტებს, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე მდინარიდან მღვდლის მიერ ჯვარის ჩაგდების და ამოღების საინტერესო დეტალებს.

თავიდან ოცდაათმა პიროვნებამ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, რომელიც სამ წონით კატეგორიად დაიყო. შემდგომ მათი რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა, მაგრამ შეჯიბრება უკვე დაწყებული იყო. აზარტში შესული ახალგაზრდები შეჯიბრების გაგრძელებას ან თავიდან დაწყებას მოითხოვდნენ.

45-46 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი 12 წლის ნიკა კვარაცხელიამ მოიპოვა, 60-80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბესო თოლორდავა გახდა რაიონის ჩემპიონი, ხოლო 80-100 კილოგრამ წონაში ხვიჩა ჩიქოვანი იყო უძლიერესი. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ვეტერანები ხუტუნა ნარკვანია, ბაკურ გახარია, ბორის თოდუა და სხვები.

ამ დღეს მუხურელებმა წყალში თამაშობის სხვა ტრადიციებიც გაიხსენეს. განსაკუთრებით დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა ხიდიდან ხტომა, განსაკუთრებით თავით გადაშვება. ბევრმა მუხურელმა გამოიჩინა თავი, მაგრამ 65 წლის პელო გახარიას ხტომამ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და სიგელები. ხოლო ჯანიკო ბასილაძეს გადაეცა გაზეთ „ლელოს“ პრიზი.

შეჯიბრების ოფიციალური მხარე დამთავრდა, მაგრამ ახალგაზრდები გვიანობამდე ეჯიბრებოდნენ „მენჩურუაში“.

გადაწყდა ყოველი წლის მარიამობის დღეს ჩატარდეს შეჯიბრება ხალხური სპორტის ამ სახეობაში, რომელშიც სასურველია მონაწილეობა მიიღოს რაიონის სოფლების წარმომადგენელმა. სპორტისა და ტურიზმის განყოფილებამ, რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო, მიზანშეწონილად ჩათვალა სამხარეო სპორტული ხელმძღვანელობას ოფიციალურად აცნობოს შეჯიბრების დრო და ადგილი, შეჯიბრების დებულება და სხვ.

„მენჩურუა“ სახალხო ზეიმად იქცა. ამ ლამაზ ღონისძიებას ესწრებოდა ჩხოროწყუს რაიონის გამგებელი

-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00