3.5K 📢 განცხადება საჯარო სკოლებისთვის მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის ჩატარებას. ღონისძიების მიზანია:• მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წახალისება• მათი ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაცია• მოსწავლეების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება• თანხების მოგროვება (შესაძლებელია თანხა კონკრეტული საქმისთვის იყოს მიმართული) კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება 26 მაისს, ცენტრალურ პარკში. გთხოვთ, აცნობოთ აღნიშნული ინფორმაცია თქვენი სკოლის მოსწავლეებს და მათ მშობლებს. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგი ტიპის ნამუშევრები:• ხელით ნაკეთი სამკაულები• ხელნაკეთი სასაჩუქრე ნივთები• ნახატები• ქარგულობა• ხელნაკეთი აქსესუარები• სანთლები, საპნები, ხის ნივთები და სხვა მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურს გამოფენისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური დახლები.ღონისძიება გაშუქდება პრესისა და საინფორმაციო საშუალებების მიერ. საკონტაქტო: 599 850244 ათინა წურწუმიაგანათლებაკულტურა 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ლესიჭინეს პირველი სკოლის წარმატება ტაეკვონდოში next post აზიური ფაროსანას პრევენცია ჩხოროწყუში – შემუშავებულია მოქმედების გეგმა