3.6K 11 მაისს, ქალაქ ჭიათურაში ჩატარდა ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლესიჭინეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ახალგაზრდა სპორტსმენებმა წარმატებით წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და მოიპოვეს საპრიზო ადგილები. 🥇 I ადგილი მაია ხორავა ირაკლი კიკნაველიძე 🥈 II ადგილი მეგი ხორავა გოგა გამსახურდია 🥉 III ადგილი დათო სიჭინავა ხვიჩა სანაია აღნიშნული შედეგები მიუთითებს არა მხოლოდ მოსწავლეთა ინდივიდუალურ ნიჭსა და შრომაზე, არამედ სკოლის სპორტული მიმართულების მიზანმიმართულ განვითარებაზეც. მოსწავლეთა წარმატებას განსაკუთრებით ვულოცავთ მათ პედაგოგებს, მწვრთნელებსა და მშობლებს, რომელთა მხარდაჭერა და მონდომება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ახალგაზრდების განვითარებაში. 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარემ გიორგი გოგუამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის ორგანიზებულ პროექტში „სასწავლო აკადემია” next post ჩხოროწყუს მერიის კულტურის სამსახური განცხადებას აქვეყნებს