მასქურის ბლოგი ჩემი თვალსაზრისი by maskuri 02/03/2018 written by maskuri 02/03/2018 1.2K შეიძლება, ხანდახან თავი ზეცაში მფრინავ ღრუბლებად იგრძნო, ან მიტოვებულ ლოდად, რომელიც ყველასგან მივიწყებულა და გაუნძრევლად შემოუფარგლავს ადგილი დედამიწის ზურგზე, შეიძლება, თავად იყო ქარი. არ არის სამყაროში სიმშვიდე და წესრიგი, არც ქაოსია ჩვენს ირგვლივ, არც ადამიანია ღრუბელი, ლოდი ან ქარი, არც არავინ იბადება წარმატებისთვის ან ტანჯვისთვის. ყველაფერი – წესრიგი, თანასწორობა თუ ქაოსი – შექმნილია ადამიანის მიერ. ყველა ადამიანი თავად ირჩევს სავალ გზებს ცხოვრებაში. შენ შეგიძლია აირჩიო სიყვარული და მოთმინება, ისწავლო მიტევება და ეს ლაჩრობად ჩაგითვალონ, ქველმოქმედება – მეტიჩრობად, რაც არ უნდა აირჩიო, ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც შეეცდება, შეგაცვლევინოს აზრი, იქნება რაღაც, რაც შეგიშლის ხელს, მაგრამ ვინც არ უხვევს არჩეული გზიდან, იშვიათად უშვებს შეცდომებს, მარცხი არ ნიშნავს განადგურებას, წაქცევა არაა სიკვდილი, ეს გაკვეთილებია, რომელიც გაგაძლიერებს. შენ გარდა არავინ იცის, რა გჭირდება შენ ბედნიერებისთვის, შენ მხოლოდ იარე შენი არჩეული გზით, გადალახე დაბრკოლებები და მთელი სამყარო იძულებული გახდება, მოგცეს ის, რაც გსურს. ბედნიერება – ეს გადაწყვეტილებაა, და არა – ბედის საჩუქარი. მასქური 0 comments 0 FacebookTwitterEmail maskuri previous post ხალხის სიბრძნე next post მუხური You may also like თავისუფლების სახელით 01/06/2018 ძმებო მგოსნებო! 07/05/2018 მთვარის გაცილება 14/04/2018 თანაფა 08/04/2018 ღვთის უმადური ნუღარ იქნები 01/04/2018 უბრუნდებიან ბუდეს მერცხლები 31/03/2018 ქალი ნამდვილი 08/03/2018 მუხური 04/03/2018 ხალხის სიბრძნე 02/03/2018 სამშობლოს 02/03/2018