მასქურის ბლოგი ხალხის სიბრძნე by maskuri 02/03/2018 written by maskuri 02/03/2018 1.2K კარგს გაჰკიცხავს, ცუდს ვერ ჰგუობს. ასეთია ხალხის ნება. ხალხის მოსაწონი, ვერა, ვერ დაწერა ღმერთმა მცნება. ერთადერთი იდეალი, ღმერთმა შვილი მოგვივლინა. ქრისტე ხალხმა ჯვარს გააკრა შურით გული გაეყინა. სინანულიც იცის ხალხმა. სიკვდილის წინ, ბოლოს, გვიან. სიცოცხლეში არ ადარდებს სად ან რისთვის სისხლსა ღვრიან. მტრობა იცის – რარიგ სასტიკ – ჯვარცმა, სულში ჩაფურთხება. ზოგჯერ ხალხის სამართალი ზეციურს აღემატება. ბრძოლაც იცის და ერთობაც, სასტიკია, ლმობიერიც. ერთგულებაც იცის ხალხმა, ღალატიც და არს ცბიერიც. მონობასაც ეგუება, სივაჟკაცე ჭარბობს მეტად. ბეჩავს ხელსაც გამოუწვდის მოწყალება უდევს მცნებად. ხალხის სიბრძნე – სანაქებო, ხანაც ბრბოა, ან ცხვრის ფარა. ხან მეტყველი, ხანაც მუნჯი, არევია გზა და შარა. სიყვარული იცის ხალხმა, მეგობრობა, მიტევება. ”ყველაფერი იცის ხალხმა” ყველაფერი იცის ხალხმა. მასქური 0 comments 0 FacebookTwitterEmail maskuri previous post სამშობლოს next post ჩემი თვალსაზრისი You may also like თავისუფლების სახელით 01/06/2018 ძმებო მგოსნებო! 07/05/2018 მთვარის გაცილება 14/04/2018 თანაფა 08/04/2018 ღვთის უმადური ნუღარ იქნები 01/04/2018 უბრუნდებიან ბუდეს მერცხლები 31/03/2018 ქალი ნამდვილი 08/03/2018 მუხური 04/03/2018 ჩემი თვალსაზრისი 02/03/2018 სამშობლოს 02/03/2018