მასქურის ბლოგი მუხური by maskuri 04/03/2018 written by maskuri 04/03/2018 1.8K შენ გადმოგყურებს მაღლიდან ბუნება – მშვიდი, კლდიანი. ვერ ავღწერ შენს სილამაზეს რომც ვიყო ენაწყლიანი. შენ ჩანჩქერები გამშვენებს, მკერდზე ჩამოგდის მდინარე. წყაროს წყლებით ხარ მდიდარი ლუგელის წყალმომდინარე. სოფლის ცენტრს მუდამ ამშვენებს უბერებელი ჭადარი. ვერ აკლებს წლები ვერაფერს ვერც დარი, ვეღარც ავდარი. მუხურო, შენი მშვენება სხვებისთვის ვერ ამიხსნია. აქ სილამაზემ შემიპყრო მისგან თავი ვერ მიხსნია. მე ”ნაცხას” ხიდზე რომ გადმოვდგები და დამიბერავს გრილი ”მასქური.” მუდმივად ერთი რამ მახსენდება საიდან მოდის ენა მეგრული? ჩვენში ბევრია სიტყვა ლაზური. უფრო მეტია წმინდა მეგრული. და სამეგრელოს ლამაზ ყვავილად მუხურო, შენ ხარ ამოქარგული. ნაცხა – ხიდი სოფელ მუხურში მასქური – ჟანგბადით სავსე მთის გრილი სიო 0 comments 0 FacebookTwitterEmail maskuri previous post ჩემი თვალსაზრისი next post საფეხბურთო კლუბი ჩხოროწყუს “სამეგრელო” (ისტორია) You may also like თავისუფლების სახელით 01/06/2018 ძმებო მგოსნებო! 07/05/2018 მთვარის გაცილება 14/04/2018 თანაფა 08/04/2018 ღვთის უმადური ნუღარ იქნები 01/04/2018 უბრუნდებიან ბუდეს მერცხლები 31/03/2018 ქალი ნამდვილი 08/03/2018 ჩემი თვალსაზრისი 02/03/2018 ხალხის სიბრძნე 02/03/2018 სამშობლოს 02/03/2018