“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ტრენინგში ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელის დამფუძნებლებიც მონაწილეობდნენ

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” (CSRDG) საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე, ტრენინგების მერვე ციკლი ჩაატარა.

ტრენინგში მონაწილეობას ღებულობდნენ ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელისა და საიტ “chkhorotsku.ge”- ს  დამფუძნებლები, ააიპ „საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცის“ ხელმძღვანელები დავით ცქვიტაია და ლაშა მებონია.

ჩხოროწყუში  არსებული  ორგანიზაციები და ადგილობრივი ოფისები  CSRDG-ის  აქტივობებში  ხშირად მონაწილეობენ. 

2018 წლის სათემო ლიდერთა ფორუმზე  სათემო ორგანიზაციების ყველაზე მხარდამჭერ მუნიციპალიტეტად ჩხოროწყუ დასახელდა.   მუნიციპალიტეტში ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება