ერატიკული ლოდები შურუბუმუს არეალში

სოფელ მუხურში, მდინარე დეიძახის მიდამოებში, კოტეჯებიდან ცოტა მოშორებით ერატიკული ლოდები მდებარეობს.

პირველი ლოდი ჩამოტანილია  20 კილომეტრის მანძილიდან.მისი წონაა 160 ტონა.16 მეტრი გარშემორტყმულობა, სიმაღლე 5 მეტრი.

ერატაკული, ეწ მოხეტიალე ქვები საინტერესო მოვლენას წარმოადგენს.

ისინი  ძველ პერიოდში მოწყდა მყინვარებს ან ავთენტურ ადგილს და ახალ ადგილზე გადაინაცვლა.

აქვს სანახაობრივი ეფექტი და მეცნიერთა ყურადღების ობიექტშია. საქართველოში  რამდენიმე მნიშვნელოვანი ლოდია.

აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ  იგორ ფიჩხაიას განმარტება.

სპალეოლოგი იგორ ფიჩხაია შურუბუმუს ქვების საიდუმლოებებს გვიმხელს

დიდ ლოდებსაც თავიანთი ისტორია აქვთ. ზოგიერთ მათგანს კი ადამიანის კვალი ათასწლეულების შემდეგაც ეტყობათ. სპალეოლოგი იგორ ფიჩხაია შურუბუმუს ლოდების საიდუმლოებებს გვიმხელს. ხმის ხარვეზისთვის ბოდიში

Posted by ჩხოროწყუ / Chkhorotsku on კვირა, 27 ივნისი, 2021
იგორ ფიჩხაია

იქვე  განლაგებულია მეორე ერატიკული  ქვა, რომელიც ათასწლეულების წინაშე დაუმუშავებიათ და ვეშაპის ფორმა მისცეს, რომელიც მითოლოგიურ წარმოდგენებში  მფარველად ითვლებოდა,

ქვის ვეშაპი

პირველ ერატიკულ ქვაზე ჯვარი აღიმართა,  ეკურთხა და საზოგადოებისათვის გაცნობა დაიწყო.  შურუბუმუს არეალი ტურისტებისთვის მნიშვნელოვან პუნქტად შესაძლოა იქცეს

Related posts

“ქორთუა ღალი” ლეწურწუმეში

ემილიანე ლემონჯავა – ჩხოროწყუს რაიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება

“მოგზაური” მუხურში მომხდარი ამბოხების შესახებ