ორგანიზაცია “გაამწვანე” ხელშეწყობას ითხოვს

ორგანიზაცია “გაამწვანე”-ს ლიდერი ირაკლი არახამია განცხადებას აქვეყნებს.

“მოგესალმებით მეგობრებო! უკვე ორი წელია ორგანიზაცია ,,გაამწვანე” სოფელ კირცხში ატარებს ახალგაზრდულ დღეებს.

ეს ღონისძიება სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია- იღვიძებს სოფელი, იკრიბება სხვადასხვა ასაკის ადამიანი. იმისათვის,რომ წელს ახალგაზრდული დღეები ჩატარდეს და ვნახოთ უამრავი გახარებული სახე, გვჭირდება თქვენი დახმარება.

ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ერთი ლარით შეუძლია დაგვეხმაროს.მადლობა წინასწარ (გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ ახალგაზრდული დღეები) ანგარიშის ნომერი:GE95BG0000000048130500 მიმღები: სოფიო გოგოხია

ირაკლი არახამია
ახალგაზრდული დღეები 2020

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება