CHKHOROTSKU.GE

ცოტნე სორდიას კარატეს გზა

ავტორი chkhorotskuge

ბაქოში 17-19 იანვარს კარატეში მაშტაბური საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობა მიიღო და 16-17 წლის ასაკობრივ ჭრილში, 55 წონით კატეგორიაში იასპარეზა ჩხოროწუს სასპორტო სკოლის კარატის წრის სპორტსმენმა, შოტოკან კარატე -დო- ში საქართველოს და მსოფლიო ჩემპიონმა ცოტნე სორდიამ.

ცოტნემ აღნიშნულ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ცოტნემ მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენის პრიზი ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში მოიპოვა. სპორტულმა გაზეთმა “სპორტალ. ჯი”-მ ამ წარმატებას სპეციალური წერილი მიუძღვნა, სადაც აღნიშნული იყო ჩხოროწყუს კარატისტთა სკოლის მაღალი დონე და საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის გერონტი მამფორიას დიდი ღვაწლი.

დღეისათვის ცოტნე არის შოტოკან კარატე-დოში პირველი კიუს მფლობელი, ასევე 2013 წელს ქ. სტამბოლში და 2015 ქ. თბილისში გამართული მსოფლიო ჩემპიონატების შოტოკან კარატე დოში ჩემპიონი, საქართველოსა და მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი

მორიგი მედალი

ცოტნე ათი წელია ვარჯიშობს

ცოტნე სორდია
გერონტი მამფორია და ცოტნე სორდია

სხვა სიახლეები ჩხოროწყუელ კარატისტთა შესახებ იხილეთ აქ

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00