1.2ათასი
უნივერსიტეტის გაზეთში, უკვე ყველასთვის ცნობილმა პატარა აკაკის როლის შემსრულებელმა, შემდგომში პოპულარულმა ჟურნალისტმა ომარ ჩიტაიამ პატარა სახუმარო ლექსი დადო, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა:
„შენ სოფელი აღარა ხარ, არა, არა ნწუ, შენ ნამდვილი ქალაქი ხარ ჩემო ჩხოროწყუ“
ლექსი ჩხოროწყუს სავიზიტო ბარათი გახდა. კრიტიკოსმა რევაზ მიშველაძემ „ნამდვილი ქალაქი“ პატარა პარიზით ჩაანაცვლა. გაჩნდა სხვა ვარიანტები. დღემდე ჩხოროწყუს გახსნებაზე ყველას ექსპრომტი გვახსენდება. გვერდის სახელით მოვიკითხავთ ბატონ ომარს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ.