1.3K სირთულეები და მათი გადალახვა უფრო საინტერესოს ხდის კაპიტნობას… ბლიც-ინტერვიუ გვანცა პაპასქირთან ♦️დავიბადე — ჩხოროწყუში♦️ვცხოვრობ — ქვედა ჩხოროწყუში♦️ჩავირიცხე —საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში♦️ვაპირებ— მალე გაიგებთ…♦️ჰობი — ფეხბურთი❣♦️პომადა თუ ბურთი?! — რა თქმა უნდა – ბურთი😀♦️რატომ აირჩიე ფეხბურთი?! — პირველად თვითონ ამირჩია 😇 ♦️ვის მიუძღვის შენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში წვლილი?!— პირველ რიგში მამიდაჩემს, რადგან ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მხარი დამიჭირა გამეკეთებინა ის საქმე, რაც ძალიან მიყვარდა!♦️რას ნიშნავს შენთვის ფეხბურთელის სტატუსი?! — მუდმივად ფორმაში ყოფნას…♦️რა დაბრკოლება შეგხვედრია?! — სტერეოტიპი, რომ თითქოს გოგოს ფეხბურთის თამაში არ შეუძლია ♦️ფეხბურთი არის — ყველა’ფერი… ემოცია, გრძნობა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი…♦️ყველაზე მხიარული თანაგუნდელი — ქეთა ქოქოლაძე♦️გუნდის ლიდერს რა თვისებები სჭირდება?! — პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს რწმენა, ასევე უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება… ♦️გუნდის კონტროლი რთულია?! —ძალიან, მაგრამ ეს სირთულეები და მათი გადალახვა, უფრო საინტერესოს ხდის კაპიტნობას♦️რა გასწავლა სპორტმა?! —სირთულეების გადალახვა. ის, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე. რაც არ უნდა რთული იყოს გზა გამარჯვებისკენ, მისი დაძლევა შესაძლებელია!♦️მუშაობ საკუთარ თავზე?!— ძალიან ბევრს…♦️რისი გჯერა?!— მჯერა, რომ მივაღწევ დასახულ მიზანს…♦️გვანცა ამაყია? უფრო ამბიციური♦️ასევე მებრძოლი?!— რა თქმა უნდა, ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლე გადაგთელავენ!♦️სად იმოგზაურებდი?!— მადრიდში♦️რაზე გწყდება გული?!— იმაზე, რომ საქართველოში ქალთა ფეხბურთს ყურადღება არ ექცევა!♦️რისი გეშინია — საყვარელი ადამიანის დაკარგვის…♦️რაზე ბრაზდები — გამოუყენებელ მომენტებზე😡⚽️👈♦️ვინ/რა გიყვარს— ჩემი ვინ და რა-ც არის ბურთი და მოედანი😁♦️რა გძულს?! — ფრაზა – “ქალი ვიცი კუხნაში”♦️რისი გწამს?! — რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი…♦️რა მუსიკას უსმენ?! — ხასიათს გააჩნია…♦️რითი ამაყობ?! — ოჯახით და მეგობრებით…♦️რას ნანობ?! — არაფერ არ ვნანობ, რადგან რაც ხდება ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს!♦️რა გახარებს?! — საყვარელი ადამიანების გაბრწყინებული თვალები…♦️დაასრულე,მამაჩემი ყოველთვის მასწავლიდა — ცხოვრებას, ადამიანობას, საკუთარი თავის ფასს…♦️რა გენატრება?! — ამ წამს ჩხოროწყუ მენატრება, ძალიან…♦️ცხოვრებაში მთავარია — გქონდეს მიზანი და შეუჩერებლად ისწრაფოდე მის მისაღწევად!♦️საყვარელი ფრაზა— “არასოდეს დანებდე… ტკივილი დროებითია, ტრიუმფი კი სამუდამო”♦️საყვარელი ფეხბურთელი— CR7♦️საყვარელი გუნდი— რეალ მადრიდი♦️ყველაზე ტკბილი მოგონება…— ნაკრები U17-ის შეკრება-ზბორი♦️როგორია გვანცა სამზარეულოში?!— შემდეგზე გადავიდეთ😂…♦️რჩევა ფეხბურთელ გოგონებს— არავის დაუჯეროთ რომ არაფერი გამოგივათ! იშრომეთ, რაც შეიძლება მეტი ივარჯიშეთ, ირწმუნეთ საკუთარი თავის და ყველაფერი იქნება შესანიშნავად…♦️დასრულე, ჩხოროწყუ ჩემთვის — დიდი ბედნიერებაა!♦️გვერდი My City Chkhorotsku როგორია?! — ძალიან საინტერესო გვერდია ❤️♦️რჩევა გვერდს — რაც შეიძლება მეტი გამოკითხვები ჩაატარეთ… პატივისცემით, My city Chkhorotsku-ს ადმინი 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ხაბუმეს სკვერი ჯუმითის უბანში next post ბლიც-ინტერვიუ გიორგი გოგუასთან