მუხური

ავტორი chkhorotskuge
0 კომენტარები

ბავშვობიდანვე მუხური ჩემთვის განსაკუთრებულ ადგილად დარჩა. გული მწყდება, რომ დღემდე მის რეალურ პოტენციალს სათანადო დაფასება ჯერ კიდევ არ აქვს მოპოვებული. სოფელი მუხური ვერ წარმოგვიდგება ლუგელას ხეობის გარეშე — სწორედ აქედან იწყება ტობავარჩხილებისკენ მიმავალი რთული, მაგრამ შთამბეჭდავი გზა. ბოლო წლებში ამ საკურორტო ზონამ ტურისტების გაზრდილი ყურადღება დაიმსახურა.

blankblank

სოფელი ხობისწყლის ხეობის ზედა ნაწილშია გაშლილი. ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით ის გარშემორტყმულია სამეგრელოს მთიანეთის თარზენისა და ოცინდალეს მთებით. სოფლის შუა ნაწილი გადადის ფართო, გაშლილ ხეობაში.

სამხრეთით სოფელს ესაზღვრება ხაბუმე და თაია, ხოლო დასავლეთით — ზუმი და ჯგალი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). სოფელი ზღვის დონიდან 220 მეტრზე მდებარეობს.

banner

(ცნობა აღებულია ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ოფიციალური გვერდიდან.)

blank

სიტყვა “მუხური ” გივი ფარულავას აზრით კუთხეს, უბანს უკავშირდება. საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიური დასახელების და მსგავსი დასახლებული პუნქტები სხვაგანაც გვხდება. (განმუხური, მუხური გალში) . აქაურები მიიჩნევენ რომ მუხური-თაიას ბილიკზე პომპეუსმა გაიარა და ბილიკს დღემდე “პომპიას” სახელით იხსენიებენ. ზოგადად განსაკუთრებული მოკრძალებაა თამარ მეფის სახელთან.

blank

blank

“ნაცხა”, “ნაცხის ხიდი”, “ნაცხა გოჭადილი” ადგილობრივ ტოპონიმიკაში მყარადაა დამკვიდრებული. ის ხანძარს , გადაწვას უკავშირდება. რთული ისტორია ამ ტერიტორიის ცხოვრებაზეც აისახებოდა.

blank

მისი ტერიტორიული არეალი სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებულია. მეცხრამეტე საუკუნეში აქ არსებობს მამასახლისის კანცელარია, ეტლების გასაჩერებელი და სარემონტო სადგომი, მცირე სასტუმრო სახლი, სახელოსნოები, ფურნე, სამიკიტნოები და ა.შ

გაზეთი “ივერია”ში იმ პერიოდის მუხურის ცხოვრების შესახებ ორი საინტერესო ინფორმაციაა დაფიქსირებული:

blank

1904 წლის სამი ივლისის ინფორმაციით, მუხურში ირიცხებოდა 200 კომლი და იგი შედგებოდა სამი საზოგადოებისგან: თაია,ზუმი და თვით მუხური. არსებობდა მოსწავლე მგალობელთა გუნდი მელქისედეკ შალვაძის მეოხებით.

blank

მუხურის ხიდი იმ პერიოდისთვის დანგრეულია. სოფლის ცხოვრებაში განსაკუთრებით როლს თამაშობს მღვდელი ესტატე ბენდელიანი, რომელსაც დაუარსებია მუხურის ორკლასიანი სასწავლებელი. (ზედამხედველი: ალ ცანავა) არსებულა ქალთა სასულიერო სასწავლებელი,სადაც ქართული ენის შესწავლის ხარისხი მაღალი ყოფილა.

blank

1903 წლის 14 იანვრის “ივერია” კი “ნინოობაზე” მოგვითხრობს, რომელსაც დაესწრო ზუგდიდის მაზრების სკოლების მეთვალყურე ტ.ჯოხთაბერიძე. სკოლის მმართველად მოიხსენიება პელაგია ლორია. მასწავლებლები: ა.ცანავა დამ.ბალავაძე

blank

მუხური სკებისა და ფუტკრის გარეშე? ეს წარმოუდგენელია! დარგის აღორძინება სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. სპეციალისტთა აზრით, მუხურელი ფუტკრები გამორჩეული ნაყოფიერებით გამოირჩევიან. ამ მხრივ აქაურობის პოტენციალი უსაზღვროა და ძალიან სასიამუვნოა რომ ბოლო წლებში ყურადღების მიქცევა დაიწყო.

blank

მუხურელები მთასთან ახლოს ცხოვრობენ და ხასიათიც შესაბამისი, ამაყი აქვთ. სტუმართმოყვარეობა ? უმაღლესი, ტრადიციული და კეთილი!! ჩხუბს მოინდომებთ და შარს ეძებთ ? არ გირჩევთ;)

blank

ასეთი ადგილების დეფიციტიც არაა. ტურისტები და სტუმრები თავს მშვენივრად გრძნობენ.

blank

ხედი მუხურის ხიდიდან

blank

წყალი შედარებით ცივია. აგვისტოს დასაწყისი სტუმრობისთვის საუკეთესო დროა

blank

წყალსაცავთან

blank

ლუგელას დასაწყისი

blank

გზაზე

blank

ხობისწყალი

blank

შურუბუმუ-სეზონური სასწაული

ასევე იხილეთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00