სიახლეები ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება. by chkhorotskuge 12/03/2020 written by chkhorotskuge 12/03/2020 1.1K საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება. პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას, გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი – 6.5 მეტრი. სამუშაოების დაწყების თხოვნით ფონდს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ და ადგილობრივმა პარლამენტარმა ჯუმბერ იზორიამ მიმართა. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ამასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ზურმუხტის ქსელის – სამეგრელო 2-ის ტერიტორიაზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების შესაბამისობის შეფასების დოკუმენტს შეისყიდის. პროექტი, რომელიც 14 თვის ვადაში დასრულდება, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, 13 მლნ ლარამდეა. აქედან, წელს, საორიენტაციოდ, 4 მლნ ლარის სამუშაო შესრულდება. ტობავარჩხილი 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჭოღელი კაცის ყურზე დაკიდებული ვერტმფრენისა და სატვირთო მანქანის ამბავი next post ჩხოროწყუს ანსამბლი, 1955 წელი 12 მაისი. You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026