ადმინისტრაციული ერთეულები ჯუმითი ( სოფელი ხაბუმე) by chkhorotskuge 25/02/2016 written by chkhorotskuge 25/02/2016 2.6K ჯუმითის უბანი სოფელ ხაბუმეს ნაწილია. მუნიციპალურ რეესტრში მას სოფლის სტატუსი აქვს მინიჭებული. სოფელი ხობისწყლის მარცხენა ნაპირზეა განლაგებული, ზღვის დონიდან დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლეზე. ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ორი ტოპონიმი “ჯუმითი” გვხვდება. პირველი ჯუმითი წარმოადგენს სოფელ ლეწურწუმის ერთ-ერთ უბანს, ხოლო მეორე — მდებარეობს ხაბუმეს ტერიტორიაზე. იკვეთება მცდელობები ტოპონიმის ზედა და ქვედა ჯუმითად დაყოფისა, თუმცა ეს დაყოფა ბოლომდე დადასტურებული არ არის. როგორი იყო ადრეულ ეპოქაში ჯუმითი? მოსახლეობა ადგილებზე იყო გამაგრებული და შიშის თუ სიღარიბის გარემო ყოველდღიურ ყოფას დაღს ასვამდა . წინაპრების მოგონებებით , ხიდის მიმდებარე ტერიტორია ტყით იყო დაფარული. ხობის წყლამდე მისვლა გარეული ცხოველების შიშით უაღრესად სახიფათო გახლდათ. ნელ-ნელა ტყე გაიკაფა , ადამიანებმა ქვევით გადმოინაცვლეს და ზუსტად ამ პერიოდში პირველი და მეორე ჯუმითი ერთმანეთს „დაშორდნენ“ . ჯუმითელები დადიანების ყმები იყვნენ. აზნაურად კი მეცხრამეტე საუკუნეში შელიები ყოფილან ჯუმითი დადიანების ეპოქაში ჯვრის სამაზროს განეკუთვნებოდა. სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, რომელიც საბჭოთა რეპრესიების პერიოდში დაანგრიეს. გადმოცემის მიხედვით, ეკლესიის მსახურებს წვერი იძულებით გააპარსეს და კოლმეურნეობაში ძალით გააწევრიანეს. აქ იწყება ჯუმითი, მაგრამ არ მთავრდება ხაბუმე ჯუმითურ ტოპონიმიკაში წარსული ხშირად გვახსენებს თავს: კუნთხუ, ჯანაშური, ლეჟა, გაბარა… ბევრი გვარი დღეს უკვე სხვაგანაა გადასახლებული. მათი კვალი მხოლოდ ხალხურ მეხსიერებაში რჩება — მეხსიერებაში, რომელიც თაობიდან თაობამდე თანდათან ქრება. დღეს ჯუმითში ყველაზე გავრცელებული გვარებია: ჯალაღონია, გულუა, არახამია და ქარჩავა. ჯუმითში სულ 635 ადამიანი ცხოვრობს. ეზოები ფართო და მყუდროა, რაც სოფლის სივრცულ იდენტობას განსაზღვრავს. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა. ჯუმითიდან მიგრაცია ადრეულ წლებში განსაკუთრებით ინტენსიური იყო, რაც დღემდე აისახება სოფლის დემოგრაფიულ სურათზე. ფრენბურთის თამაში სკვერში. ზაფხული და მდინარე ხიდის გაღმა უკვე ხაბუმეა ძველი სურათები.მდინარე ხშირად იცვლის კალაპოტს. ბირჟისთვის განკუთნნილი ქვები ჩანს:)) ვიდეომოგზაურობა ჯუმითში ხობისწყლის ხეობა ზამთარში ნოდარ ჯალაღონიას ლექსი ჯუმითზე კიდევ ერთი ლაივი ჯუმითიდან ხაბუმეჯუმითი 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post მუხური next post ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან You may also like გრიგოლ შენგელია ხაბუმეში აღმოჩენილი სამაროვნის შესახებ 13/10/2025 სოფელი ხანწკი 12/10/2025 ცხრა წყაროს გზა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გენეზისისა და განვითარების... 09/07/2025 ქვედა ჩხროწყუს ტოპონიმიკიდან 25/06/2025 ლეო ცირამუა -მოგონება (იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში... 23/06/2025 მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო 04/06/2025 ბებოს დღიური 31/03/2025 მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში 30/10/2023 სფფს წარმომადგენელი ხაბუმეს სკოლას ეწვია 04/10/2023 საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე... 19/05/2023