კარატის გზა ირაკლისთან ერთად

ხაბუმის  ჩაის მიტოვებული  ფაბრიკის შენობაში  პატარა სპორტული დარბაზი  ფუნქციონირებს, სადაც ბავშვებს კარატეში   უფასოდ  ვარჯიშის შესაძლებლობა აქვთ  და ამ ყველაფერს 26 წლის,  მეორე დანის მფლობელი ირაკლი წახნაკია უძღვება.

ირაკლი წახნაკია

დარბაზი გუჯა და ვეფხვია  შენგელიების სახელებს ატარებს. ისინი  სპორტის მოყვარულნი იყვნენ, მაგრამ  სამწუხაროდ ძალიან ადრე  დაგვტოვეს.

კარატე ჩხოროწყუში 22 წლის წინ შემოვიდა და  პოპულარული გახდა. ამაში  გერონტი მამფორიას დიდი  დამსახურებაა.  დღეისათვის სამი სპორტული ჯგუფი ფუნქციონირებს.

ხაბუმის კარატისტთა ჯგუფი ა(ა)ი.პ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ხელშეწყობით გაძლიერდა. მართალია დარნაზის მდგომარეობა  ოპტიმალური ნამდვილად არა, მაგრამ ამ პირობებშიც კი  ენთუზიაზმი ძალიან დიდია.

ირაკლისთვის კარატე მხოლოდ სპორტი არაა. მას იგი ხელოვნებად თვლის. მისთვის მთავარი ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების ხელშეწყობაა, თავისი დროის დიდ ნაწილს ბავშვებს უთმობს, ასწავლის სპორტის მნიშვნელობას და კარატის პოზიტიურ თვისებებს. ( სურათი სხვა დარბაზშია გადაღებული)

შეგახსენებთ, ბავშვების მომზადება უფასოა. ასე რომ  შეგიძლიათ შემოუერთდეთ

Related posts

ორი მკლავმაგარი ჩხოროწყუელის ამბავი

Menchurua – Colchian Fun Competition

ხაბუმელობისადმი მიძღვნილი ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა