სოფელი ხაბუმესპორტიჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები კარატის გზა ირაკლისთან ერთად by chkhorotskuge 20/10/2018 written by chkhorotskuge 20/10/2018 1.2K ხაბუმის ჩაის მიტოვებული ფაბრიკის შენობაში პატარა სპორტული დარბაზი ფუნქციონირებს, სადაც ბავშვებს კარატეში უფასოდ ვარჯიშის შესაძლებლობა აქვთ და ამ ყველაფერს 26 წლის, მეორე დანის მფლობელი ირაკლი წახნაკია უძღვება. ირაკლი წახნაკია დარბაზი გუჯა და ვეფხვია შენგელიების სახელებს ატარებს. ისინი სპორტის მოყვარულნი იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ადრე დაგვტოვეს. კარატე ჩხოროწყუში 22 წლის წინ შემოვიდა და პოპულარული გახდა. ამაში გერონტი მამფორიას დიდი დამსახურებაა. დღეისათვის სამი სპორტული ჯგუფი ფუნქციონირებს. ხაბუმის კარატისტთა ჯგუფი ა(ა)ი.პ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ხელშეწყობით გაძლიერდა. მართალია დარნაზის მდგომარეობა ოპტიმალური ნამდვილად არა, მაგრამ ამ პირობებშიც კი ენთუზიაზმი ძალიან დიდია. ირაკლისთვის კარატე მხოლოდ სპორტი არაა. მას იგი ხელოვნებად თვლის. მისთვის მთავარი ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების ხელშეწყობაა, თავისი დროის დიდ ნაწილს ბავშვებს უთმობს, ასწავლის სპორტის მნიშვნელობას და კარატის პოზიტიურ თვისებებს. ( სურათი სხვა დარბაზშია გადაღებული) შეგახსენებთ, ბავშვების მომზადება უფასოა. ასე რომ შეგიძლიათ შემოუერთდეთ კარატე 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუს “სამეგრელო”- ზუგდიდის “ზუგდიდი” 1:0 next post გარდაბანი- სამეგრელო 1:5 You may also like გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026 თამაში “გო” და ჩხორწყუ ერთმანეთს ეცნობიან 21/05/2026 სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველობა მძლეოსნობაში: ოთხი ოქრო და გუნდური... 20/04/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 ჩხოროწყუელი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე 04/02/2026 გრიგოლ შენგელია ხაბუმეში აღმოჩენილი სამაროვნის შესახებ 13/10/2025