იაგო ქებურიას გვერდი * * * by iago 01/08/2019 written by iago 01/08/2019 988 * * */ვერლიბრი არჩილ ტატუნაშვილს/ჯალათო! –ხელი გაუშვი საქართველოს!მის ნაცვლად მე გამროზგე,თუ გინდ მე დამშალე ნაწილ-ნაწილ! გესმის ჯალათო? –თუ გინდ მომკალი ოღონდ საქართველოს ხელი არ ახლო!..ორღობეს დავუყევიდა საქართველო ფეხშიშველმა შემოვიარე,გთხოვ, ჩემთან მოდი,მე გამროზგე,მე მაწამე,მე მომკალი –ოღონდ საქართველოს ხელი არ ახლო!..თუ კაცი ხარ და თუ გმირი გქვია(ან როდის ყოფილა ჯალათი გმირი!)მოდი მერკინე, მე შემებრძოლე,მე თუ დავმარცხდი გადამიარე,ოღონდ საქართველოს ხელი არ ახლო,ოღონდ საქართველოს ერთი ფოთოლიც არ ჩამოუგდო!..ჯალათო! –გესმოდეს, შენ შეიძლება მე მომკლა, მაგრამ საქართველოს ვერ მოკლავ!გახსოვდეს,შენ შეიძლება გამროზგო,მაგრამ საქართველოს შენი როზგიცისარტყელად მოედება!გჯეროდეს,შენ შეიძლება თვალი დამთხარო, მაგრამ საქართველოს ვერას დააკლებ!ჯალათო! –მოდი, მე გელოდები…საქართველოს ვერას დააკლებ,მე გამროზგე და მე მომკალი!საქართველოს შენ ვერა მაგრამ ჩემი ძმა,ისევ ქართველი დაამარცხებს!…ჯალათო! –გესმის?.. 2019 თ. ქართველიშვილი ~ ~ ~ ~ P.S. ვერლიბრს სპეციფიკური წაკითხვა ესაჭიროება… 0 comments 0 FacebookTwitterEmail iago previous post ჩხოროწყუდან მოლდოვაში 5 ახალგაზრდა გაემგზავრება next post ფაროსნებთან ბრძოლა ჩხოროწყუში You may also like იაგო ქებურიას რამდენიმე ვერლიბრი 16/09/2019 აქა ამბავი ~ ~ ~ 12/08/2019 მცირე რამ ვერლიბრის შესახებ 03/08/2019 მონაზვნის ქალიშვილი 21/01/2019 ნაფიჩხოვო 08/12/2018 მდინარე ხობწყარის სახელწოდების მოკლე ისტორიული ანალიზი და მისი... 06/12/2018