სიახლეები ჩხოროწყუდან მოლდოვაში 5 ახალგაზრდა გაემგზავრება by chkhorotskuge 01/08/2019 written by chkhorotskuge 01/08/2019 771 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მშვიდობისა და განვითარების აკადემიის დირექტორ მაკა სართანიას, პროექტ “მშვიდობის ახალგაზრდა ელჩთა ფასილიტაცია აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო რეგიონსა და კავკასიაში” ფარგლებში მოქმედ ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს და მათ მშობლებს შეხვდა. შეხვედრაზე მოლდოვაში გამგზავრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორობით ხორციელდება. მუნიციპალიტეტიდან შეიჩა 5 აქტიური ახალგაზრდა, რომელიც მოლდოვაში, ახალგაზრდულ ბანაკში, ერთი კვირით გაემგზავრება, სადაც მათ საშუალება ექნებათ ჩაერთონ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში, გაეცნონ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მუშაობის პროცესს.ბანაკში ასევე წარმოდგენილი იქნებიან უკრაინელი, სომეხი, მოლდოველი და დანიელი ახალგაზრდები. პროექტის მიზანია მშვიდობის,დიალოგისა და არაძალადობრივი კომუნიკაციის გავრცელება და პოპულარიზაცია. პროექტი დაფინანსებულია დანიური ფონდის CISU-ს მიერ, მას საქართველოში დანიური ორგანიცაცია – ,,Crossing Bordors”-ის პარტნიორობით მშვიდობისა და განვითარების აკადემია ახორციელებს. 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ნიკა კაჭარავამ საერთაშორისო ოსტატის ნორმა შეასრულა next post * * * You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026