სიახლეები ფაროსნებთან ბრძოლა ჩხოროწყუში by chkhorotskuge 01/08/2019 written by chkhorotskuge 01/08/2019 918 სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები, სიმინდის მასივებში და თხილის ბაღებში ფაროსანას აქტიურ მონიტორინგს ახორციელებენ. დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი, რისკებეზე რეაგირების დეპარტამენტის უფროსი დავით აშორდია, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ლესიჭინეში, ხაბუმეში და ჭოღაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და არსებულ ვითრებას ადგილზე გაეცნენ. ფერმერები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ დროულად ჩატარებული შეწამვლითი ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელსაც, სიმინდის და თხილის კარგი მოსავალი აქვთ. სიმინდის მასივებში, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს და ფართობები ცივი შესხურერებით მუშავდება. ღონისძიებების პარალელურად, მიმდინარეობს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები, სადაც ადგილობრივები ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებებს და მექანიკური მეთოდებს ეცნობიან. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე მონტაჟდება ფერომონები და „მოიზიდე და გაანადგურე სადგურები, ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.parosana.ge ☎️ ცხელი ხაზი: 1️⃣5️⃣ 0️⃣1️⃣ #ჩხოროწყუს მერიის ინფორმაცია აგროპოლიტიკასოფლის მეურნეობაფაროსანა 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post * * * next post მცირე რამ ვერლიბრის შესახებ You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026