883
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების წევრების ორგანიზებით, ჩხოროწყუში, სოფელ პირველ ჭოღაში გზის ორი მონაკვეთის მოასფალტებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის, მდინარეზე ხიდ-ბოგირის მშენებლობის მოთხოვნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს.
განცხადებას 137 მოქალაქე აწერს ხელს. მიმართვის ინიციატორები ადგილობრივი მოსახლეობა იყო. მოვუწოდებთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია/ City Hall of Chkhorotsku Municipality-ს, დეტალურად და დროულად შეისწავლონ ჭოღელთა პრობლემები, რათა მიმდინარე წელს შესაძლებელი გახდეს მოსაგვარებელი სამუშაოების დაწყება.