ადვოკატი ელენე შენგელია ქველმოქმედების სანაცვლოდ უფასო იურიდიულ მომსახურეობას გთავაზობთ

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საქველმოქმედო აქცია “ზამთრის მარაგი-ჩხოროწყუს” ინიციატორი ელენე შენგელია ქველმოქმედებს უფასო იურიდიულ დახმარებას თავაზობს

ელენე შენგელია

საღამო მშვიდობისა! ❤ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს სჭირდება სხვადასხვა იურიდიული საკითხის მოგვარება, თუმცა თავს იკავებს რამდენიმე მიზეზის (მათ შორის ძვირადღირებული საადვოკატო მომსახურების) გამო. ჩვენი მხრივ, ბენეფიციარების (რომელთა როდენობა არც თუ ისე ცოტაა) დასახმარებლად რესურსები ძალიან გვჭირდება. ამიტომ,

სეთი შემოთავაზება მაქვს ჩხოროწყუელებთან: გთავაზობთ სრულ უფასო, იურიდიულ და საადვოკატო მომსახურებას. სანაცვლოდ კი თანხა, რასაც მიზანშეწონილად ჩათვლით (შეიძლება იყოს, თუნდაც, #სიმბოლური_1_ლარი)

——————————————————————————————-

რომ გადარიცხოთ ბენეფიციარების დასახმარებლად განკუთვნილ ანგარიშზე. კვალიფიციური იურიდიულ მომსახურების გაწევა შემიძლია შემდეგ საკითხებში:

✅ სახელმწიფო შესყიდვები (ნებისმიერ ტიპის ტენდერში შემსყიდველი ორგანიზაციისა და პრეტენდენტის მიერ მოსამზადებელი დოკუმენტაციის მომზადება / შესაბამისობის შემოწმება; სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება და ა.შ.)

✅ სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები (შრომითი ხელშეკრულება, ქირავნობა / იჯარა, საავტორო უფლებების გადაცემა, ნებისმიერი ფორმის მომსახურების ხელშეკრულების მომზადება, კორექტირება და ა.შ.)

✅ საოჯახო და მემკვიდრეობითი დავები (განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის გადახდევინება, სამკვიდროსთან დაკავშირებული დავები და ა.შ.)

✅ შრომითი ურთიერთობები (შინაგანაწესის, დებულებების მომზადება, რედაქტირება, კანონმებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა; სამსახურიდან გათავისუფლებიდან, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებიდან გამომდინარე დავები)

✅ რეესტრთან დაკავშირებული პროცედურები (მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარება, მიწის ნაკვეთიდან გამომდინარე დავები და ა.შ.)

✅ სამეწარმეო საკითხები (საწარმოს რეგისტრაცია, წესდების და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადება, საწარმოს ლიკვიდაცია, ანგარიშგებები, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია / დაცვა და ა.შ)

შეიძლება დაგაინტერესოთ:

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia