წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა

22 მარტს მსოფლიოში წყლის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაიამ, მერიის, საკრებულოსა და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლებმა.საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის სხვადასხვა ლოკაცია. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველ 22 მარტს აღინიშნება.

დასუფთავების აქცია ჩხოროწყუში

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება