წინა მოწვევის საკრებულო 2022 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტს განიხილავს

ჩხოროწყუს წინა მოწვევის საკრებულოს კომისიები ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე იკრიბებიან.

5 ნოემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც ოფიციალურად ფორმულირებულია, როგორც „მორიგი“.

15 ნოემბერს კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა,

სხვა განსახილველ საკითხებთან ერთად ყურადღებას იწვევს:

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №29

დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის

განხილვის თაობაზე. კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული საკითხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გატანის თაობაზე.

როგორც წინა მოწვევის უმრავლესობის წევრები აცხადებენ:

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების ვადებს არეგულირებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი. რისი დარღვევაც შეუძლებელია. აქედან გამომდინარე დაიწყო შესაბამისი პროცედურების წარმოება წინა მოწვევის საკრებულოს პირობებში.მოგეხსენებათ ახალი საკრებულო პირველი სხდომის ჩატარების დღიდან იქნება უფლებამოსილი. პირველ სხდომას კი იწვევს ცესკო შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 30 დღის ვადაში.

შეგახსენებთ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალ საკრებულოში: 12 წევრი ეყოლება”ოცნებას”, 7-ენმს, 7-“საქართველოსთვის” 1- ლელოს, ხოლო წინა მოწვევის საკრებულოს უმრავლესობა , რომლის რიგგარეშე სხდომა დაანონსდა, “ქართული ოცნების” წევრებითაა დაკომპლექტებული.

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება