ძმებო მგოსნებო!

მე თქვენ მოგმართავთ, ძმებო, მგოსნებო!
ქართულად წერეთ, ქართული ენით
და იმეტყველეთ ყოვლად ქართველმა,
ქართული სიტყვით, ქართული რწმენით.

ღმერთების ენას – დიდ დედაენას,
ანით ჰოემდე დიდებულს, ქებულს,
უცხო სიტყვებით ლეწავ, მუსრს ავლებ.
გგონია, აფრქვევ აზრებს, ვითომ ბრძნულს?

არა და ვერა, არც გამოგივა
სისხლით ნაკურთხი ენის დანგრევა.
არა და ვერა, ვერ შეძლოთ, ვერა.
ლოცვით ნაძერწი ენის დარბევა.

თუ ქართველი ხარ, ამ ქვეყნის შვილი,
რაში დაგჭირდა სიტყვა fake_ი?
ქართული სიტყვა დაგვიწყებია
თავი გგონია ბრძენი modern_ი.

ნუთუ ვერ ხედავთ, რომ გახდით ყალბნი,
თანამედროვე ძმებო, მგოსნებო.
სხვა ენის ცოდნას მივესალმები,
მაგრამ არ დავთმოთ ჩვენ სანაქებო.

მასქური

Related posts

თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი)

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.