ჩხოროწყუში გემი დაბრუნებულა


“ამ გვერდზე ნაკლებად იქნება ღონისძიებები, ვიღაცეების ჩამოსვლები და მსგავსი იდიოტობები… ვაპირებთ რომ რეალური პრობლემები წამოვჭრათ და წარმოვაჩინოთ ყველა ის ნიჭიერი და კარგი ადამიანი რომელსაც არავინ იცნობს” – ამ გამომწვევი განაცხადით იწყებს არსებობას გვერდი ” გემი დაბრუნდა”

დაანონსებული ვიდეოები საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა:

პირველი ვიდეო ჩხოროწყუში ფილების დაზიანების პრობლემას მიუძღვნეს. კრეატიული სახით თავიანთი მოთხოვნაც ჩამოაყალიბეს და რამდენიმე ათასი ნახვაც დაიმსახურეს. იხილეთ ვიდეო

მეორე ვიდეო სიუჟეტია და ლესიჭინეში წიგნების დეფიციტს ეხება. პრობლემის არსი ჩამოყალიბებულია და პედაგოგის აზრი ძირითადი ელემენტია.

ნამდვილად არ ვიცით, თუ როგორ განვითარდება ეს სამოქალაქო ინიციატივა. ღუზა ჩამოშვებულია, საქმე დაწყებული და ვნახოთ როგორ მიიღებს მაყურებელი.

Related posts

თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი)

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.