ჩხოროწყუს სახელოვნებო სკოლის ეზოში შედგა სკოლის საანგარიშო კონცერტი სახელწოდებით ,,ქართული კინომუსიკა”

ჩხოროწყუს სახელოვნებო სკოლის ეზოში შედგა სკოლის საანგარიშო კონცერტი სახელწოდებით ,,ქართული კინომუსიკა”, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის 2021 წლის კურსდამათავრებულებმა.

კონცერტზე აჟღერდა ქართველ კინო კომპოზიტორთა მიერ შექმნილი მელოდიები და სიმღერები სხვადასხვა საკრავების თანხლებით. კონცერტი იყო მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო, რამაც მსმენელების დიდი აღფრთოვანება და ოვაცია გამოიწვია. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ დიპლომები, ასევე დაჯილდოვდნენ სახელოვნებო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებებმაც გამარჯვება მოიპოვეს სხვადასხვა.კონკურსებში. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება