ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე  საკითხის გატანის შესახებ იმსჯელა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე  საკითხის გატანის შესახებ იმსჯელა.

დღის წესრიგში შევიდა :

  • ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების  საკითხის განხილვა;
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“-სთვის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკითხი;
  • .ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“  გადაწყვეტილება;
  • განიხილება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის  აგრეთვე ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის შემადგენლობის დამტკიცება. 
  • საკრებულო იმსჯელებს  დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.

 ამას წინ უძღოდა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა , რომელსაც კომისიის თავმჯდომარე აჩიკო ცირამუა უძღვებოდა.

საკითხის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს პასუხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ზაზა ხორავამ გასცა.

 სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ კი   საკრებულოს ახალი წევრის, ქართლოს საჯაიას  კომისიებში გაწევრიანებაზეც  იმსჯელა

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება