ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს საკრებულოს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა

ჩხოროწყუელებს და ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს გაურკვეველი მიზეზებით  საკრებულოს სხდომაზე დასწრების, საჯარო განხილვაში მონაწილეობის და მონიტორინგის  საშუალება არ მიეცა.

სხდომა ჩატარდა ქურდულად, მობილიზდა პოლიცია და  ყველასთვის,მათ შორის მედიისთვის მერიის შესასვლელი დაიბლოკა.

სხდომაზე  საკითხები რამდენიმე წუთში „განიხილეს“ , ხოლო სხდომის შემდეგ, საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ კომენტარისგან თავი შეიკავა.

გამოვხატავ პროტესტს  და მოვუწოდებ ხელისფლებას დაიცვას კანონი. უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმართველობაში. ჩვენთვის კარების დახურვა მიუღებელი საქციელია.მით უფრო, მიზნად გვქონდა სხდომის ღია ეთერში ჩართვა და არა რაიმე სახის დემარში

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელის ვალდებულებაა ჩხოროწყუს შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. 

ლაშა მებონია

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელის დამფუძნებელი

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება