ჩხოროწყუელთა მოგზაურობა დანიაში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიის“ თანამშრომლობის შედეგად 23-29 ნოემბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან 5 მოსწავლე გაემგზავრა ბანაკში პროექტ “ახალგაზრდა დიპლომატები მშვიდობისა და მშვიდობიანი დიალოგისთვის” ფარგლებში დანიის სამეფოში
პროექტის მიზანი იყო მშვიდობის, დიალოგისა და არაძალადობრივი კომუნიკაციის გავრცელება და პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დანიელ და უკრაინელ თანატოლებთან გაეცნენ დანიის სამეფოში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციების მუშაობის პრინციპებს და სტილს, მონაწილეობა მიიღეს დებატებსა და სხვადასხვა აქტივობებში. ასევე ერთი დღე დაეთმო კულტურულ ღონისძიებას, სადაც ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ წარმოეჩინათ თავიანთი სამშობლოს ტრადიციული ცეკვები, სიმღერები და კერძები . მოსწავლეებმა მოინახულეს “ლუიზიანას” მუზეუმი და დაათვალიერეს ქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები.
გიორგი გოგუას ვიდეო დანიაზე

Related posts

თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი)

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.