ჩუმად. ჩუმად. თუმცა აქ ისედაც სიჩუმეა……

ჩუმად. ჩუმად. თუმცა აქ ისედაც სიჩუმეა. ჩვენ ხომ ჩუმად ვართ. ან რა უფლებაა ხმამაღლა ლაპარაკის. მაგრამ მე სულ აქ ვარ. აქ. ახლოს. სულ აქ. ჭაობია, საკანი, სენაკი, თუ უდაბნო, არ ვიცი. ნიკაპი მუხლებს მივაბჯინე და ვირწევი ნელა. მცივა.

არსად მივდივარ. ვჯიუტობ და თან მეშინია. მაგრამ უკვე ვერსად წავალ. მინდოდა სულ ბატკნები და პირსაკრავები მეხატა შენთვის. მინდოდა ერთად გვეპოვა ჭა და ის გემრიელი წყალი დაგველია. ახლა ისიც არ ვიცი, ამას შევძლებ თუ არა, მაგრამ ვზივარ აქ და ჯიუტად ვიცდი. მლაშე წვეთები მცვივა. მაჟრჟოლებს და მაინც ფეხს არ მოვიცვლი. უნდა წავიდე? ჰო, ვიცი. მაგრამ ვერა. რას ვაშავებ ასეთს, უბრალდ ვზივარ და … ველოდები დროს, რომ დავხატო ყუთი ბატკნისთვის. ან იქნებ რამე შეკითხვა გაგიჩნდეს. ახლოს ხომ უნდა ვიყო. უბრალოდ გაგიღიმებ და მორჩა. ისიც დროდადრო. ამ დამძიმებულ დედამიწას ნუთუ ასე ძალიან დავაწვები ამით. ჩემი მოხმობა რომ მოგინდეს, ახლოს უნდა ვიყო. ახლოს. უბრალოდ ახლოს. მცივა. მე სულ მცივა. შალსაც წამოვიღებ. ხანდახან წავიღიღინებ, რომ შეგახსენო, აქ ვარ. ეს რა სევდიანი სიმღერა დამიტოვე. მერამდენედ ვუსმენ. იცოდე, რომ აქ ვარ. იმის მოლოდინში, რომ ნიავის დაბერვასავით სუსტადაც რომ მიხმო, გავიღიმო და გითხრა, არც არსად წავსულვარ-მეთქი. რა არეული ფრაზებია. და მაინც, ვზივარ ამ ნაპირთან ჯიუტად. ახლა შალიც მოვიხურე. დროდადრო წავიღიღინებ, რომ შეგახსენდე.

Related posts

თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი)

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.