შოთა ხორავა – პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ

“მსურს, რომ დაგლიო წყაროს წყალივით,
და ვერ დალევა მთრგუნავს და მტანჯავს.
შენ არ მიკარებ, ვარ სიღარიბე
და გულში მისობ ერეკლეს ხანჯალს.

ხარ შემოდგომის თოვლივით ნაზი,
და იისფერი დაჰკრავს შენს მაჯას,
ხოლო შენს თმებში ჩაწვნილი ვარდი
თავბრუს მასხამს და უთქმელად მტანჯავს”

ავტორი შოთა ხორავა

ჩხოროწყუელმა შოთიკო ხორავა სტუდენტური ცხოვრება წელს დაიწყო.  ლექსების წერა მას კარგად ეხერხება და გალაკტიონის მიმართ განსაკუთრებული განწყობა გააჩნია.

ღმერთის ნაკვალევს ძაღლივით ვყნოსავ,
ხოლო დემონი, კვლავ ჩემს ნაკვალევს!..
დედ-მამისაგამ დაწყევლილ მგოსანს
თვითმკვლელობაზე ფიქრი მაწვალებს.

ვით კალმის წვერი ბასრი, საშიში,
და ვით მგლის ხმაზე დამფრთხალი ცხვარი…
ამ ორ მოვლენის შუაში ვიშვი
და ჩემს სიგიჟეს არ აქვს საზღვარი.

სერგო ვარდოსანიძის საჩუქარი ნიჭიერ შემოქმედს

ეს კი შოთა და გალაკტიონი 🙂


პოეზიის საღამო ჩხოროწყუში

Related posts

თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი)

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.