ყურადღება! ფოტო და ვიდეო კონკურსი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია, მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური აცხადებს ფოტო და ვიდეო კონკურსს.
საკონკურსო თემაა: 
1. კულტურული მემკვიდრეობა
2. ტურიზმი
3. პეიზაჟი
ფოტო კონკურსში მონაწილე პირს შეუძლია წარმოადგინონ 2 ფოტო სამივე საკონკურსო თემაზე A4 ფორმატით.
ვიდეო კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს 2 -3 წუთიანი ვიდეოკოლაჟი,სადაც სამივე საკონკურსო თემა იქნება გაერთიანებული.
კონკურში მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ არის.
ფოტო კონკურსში სამივე საკონკურსო თემაზე გამარჯვებულს, რომელსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, გადაეცემა ფულადი ჯილდო 200 ლარი.
ხოლო, ვიდეო კონკურსში გამარჯვებულს – 300 ლარი.
აუცილებელია მსურველებმა რეგისტრაცია გაიარონ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში, ა.წ 16 ივნისამდე.
გისურვებთ წარმატებებს!

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება