ხალხის სიბრძნე

კარგს გაჰკიცხავს, ცუდს ვერ ჰგუობს.
ასეთია ხალხის ნება.
ხალხის მოსაწონი, ვერა,
ვერ დაწერა ღმერთმა მცნება.

ერთადერთი იდეალი,
ღმერთმა შვილი მოგვივლინა.
ქრისტე ხალხმა ჯვარს გააკრა
შურით გული გაეყინა.

სინანულიც იცის ხალხმა.
სიკვდილის წინ, ბოლოს, გვიან.
სიცოცხლეში არ ადარდებს
სად ან რისთვის სისხლსა ღვრიან.

მტრობა იცის – რარიგ სასტიკ
– ჯვარცმა, სულში ჩაფურთხება.
ზოგჯერ ხალხის სამართალი
ზეციურს აღემატება.

ბრძოლაც იცის და ერთობაც,
სასტიკია, ლმობიერიც.
ერთგულებაც იცის ხალხმა,
ღალატიც და არს ცბიერიც.

მონობასაც ეგუება,
სივაჟკაცე ჭარბობს მეტად.
ბეჩავს ხელსაც გამოუწვდის
მოწყალება უდევს მცნებად.

ხალხის სიბრძნე – სანაქებო,
ხანაც ბრბოა, ან ცხვრის ფარა.
ხან მეტყველი, ხანაც მუნჯი,
არევია გზა და შარა.

სიყვარული იცის ხალხმა,
მეგობრობა, მიტევება.
”ყველაფერი იცის ხალხმა”
ყველაფერი იცის ხალხმა.

მასქური

Related posts

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.

მცირე საგრანტო პროექტის “ფერადი ზებრა“-ს დასკვნითი ღონისძიება.